როტაცია... როტაცია... როტაცია...

როგორც ჩანს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი როტაციას მიმართავს.


სულ ცოტა დრო რჩება "კოპა დელ რეის" ფინალამდე. ესპანეთში განსაკუთრებით ელოდებიან 17 მაისს, რადგან ამ დღეს ორი მადრიდული კლუბი მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა ამჯერად ეს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, თუ როგორი იქნება სასტარტო შემადგენლობა. ძალიან ბევრი თვლის, რომ ჟოზე მოურინიო გარკვეულ როტაციას მიმართავს.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჟოზე მოურინიოსა და სამეფო კლუბის რამოდენიმე ფეხბურთელს კონფლიქტი აქვთ და ექსპერტების აზრით ეს ძირითად შემადგენლობაზეც აისახება. პორტუგალიელი პეპეს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ რაულ ალბიოლს, რომელსაც ბოლო პერიოდში "დონ ჟოზე" თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

ცვლილებები იგეგმება ნახევარდაცვაშიც. მესუთ იოზილის ადგილს ლუკა მოდრიჩი დაიკავებს. რაც შეეხება შეტევის წინა ხაზს, რონალდოსთან ერთად კარიმ ბენზემა ითამაშებს. როგორც ჩანს, გონსალო იგუაინმა მოურინიოს იმედები გაუცრუა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)