კასილასმა რონალდო გაამხნევა

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილასმა თანაგუნდელ კრისტიანო რონალდოს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.


კასილასმა განაცხადა, რომ რონალდო იმედგაცრუებულია მრავალი სამედიცინო ტესტის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მომავალ კვირაში კრისტიანო დაუბრუნდებოდა გუნდს, მაგრამ ეს მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა. ამსტერდამში დადგინდა, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს სრულად არ მოშუშებია ტრავმა.

იკერის თქმით, გუნდის ყველა წევრი უსურვებს რონალდოს მალე გამოჯანმრთელებას. ახლა მის წინაშე დგას ერთი მიზანი – ითამაშოს "ელ კლასიკოში" "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება. ასევე ესპანელმა კიპერმა განაცხადა, რომ გუნდი მთლიანად მოტივირებულია მადრიდულ დერბიზე. მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა.

"რა თქმა უნდა კრისტიანო ცოტათი იმედგაცრუებულია. ის ფიქრობდა, რომ მომავალ კვირაში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმედი გვაქვს მალე გამოჯანმრთელდება და გაგვახარებს თავისი გოლებით. ბოლო მატჩებში კარგად ვთამაშობთ. ახლა ჩვენს წინაშე ერთი მიზანია – მივაღწიოთ გამარჯვებას მადრიდულ დერბიში. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშნელოვანია. ასე, რომ დიდი ბრძოლა გველის. ამისთვის კი სრულიად მზად ვართ" – განაცხადა კასილასმა.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 6 ნოემბერი 2009
  • 1760
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)