იაპ სტამი : „ვარანი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია“

ლეგენდარული ჰოლანდიელი მცველის, იაპ სტამის განცხადებით, მადრიდის „რეალის“ ფრანგი მოთამაშე, რაფაელ ვარანი, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს წარმოადგენს, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც საბოლოო წარმატებისკენ მიიყვანს...


„რაფაელი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მისი თამაში პირველად კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ ვნახე, ფრანგმა იმ შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და გუნდი წაგებას გადაარჩინა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მთელი 90 წუთის მანძილზე მას ერთი შეცდომა არ დაუშვია, ვარანის ყველაზე დიდი პლუსი პოზიციის სწორად შერჩევა, იგი სწორედ იქ დგას სადაც უნდა იდგეს და სწორედ ისე ეთამაშება მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, როგორც საუკეთესო მცველებს შეშვენით.“

„მართლაც აღფრთოვანებული გახლავართ ვარანის თამაშით, ის უდიდეს დახმარებას გაუწევს არამარტო მადრიდის „რეალს“, არამედ საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც დაცვაში რაფაელის დონის მოთამაშეები ნამდვილად სჭირდება.“

„როდესაც რაფაელის ასაკის ვიყავი, გაცილებით მეტი მქონდა სასწავლი, ვიდრე ახლა მას აქვს, რომ არ ვიცოდეთ მისი ასაკი ვიტყოდით, რომ იგი უბრალოდ უდიდესი გამოცდილების მატარებელი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მწვერვალები აქვს დაპყრობილი.“

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რაფაელის მაგალითზე ბევრ ფეხბურთელს შეუძლია კარიერის აწყობა, მისგან რჩევა-დარიგებების მიღება და ასე შემდეგ.“
„მადრიდის რეალში ადგილის დამკვიდრება არც ისე იოლი საქმე, ვარანმა კი ეს შეძლო, ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ საუკეთესო და ცნობილ მოთამაშეს უდიდეს კონკურენციას გაუწევს და ყველას დაუტმკიცებს, რომ ახალგაზრდა თაობა ხელწამოსაკრავი არ არის და იქაც არიან გენიოსები.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 მაი 2013
  • 1424
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)