ალ ხელაიფი: " "რეალმა" ანჩელოტიზე დალაპარაკება მთხოვა"

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტისადმი "მადრიდის რეალის" ინტერესზე ისაუბრა.


L'Equipe-თან ინტერვიუში ნასერ ალ-ხელაიფმა დაადასტურა: "რამოდენიმე დღის წინ "მადრიდის რეალის" გენერალურმა დირექტორმა (ხოსე ანხელ სანჩესმა) დამირეკა და მთხოვა , რომ კარლო ანჩელოტიზე დავლაპარაკებოდი, რაზეც ვუპასუხე, რომ თუ კარლოს გადაბირება სურდათ, ერთი წელი უნდა მოეთმინათ, ვინაიდან სწორედ ერთი წელი აკავშირებს ანჩელოტის "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი და ვთხოვე პატივი ეცათ კონტრაქტისთვის და ჩვენთვის. ჩვენ პატივს ვცემთ მათ და ანალოგიურს ველოდებით საპასუხოდაც. მან მომიბოდიშა და მითხრა რომ ეგონა, თითქოსდა კარლოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდებოდა. ჩვენ გვინდა, რომ ანჩელოტი კიდევ ერთი წელი იყოს ჩვენს გვერდით."

"მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წელსაც აქ იქნება. დიდებული პიროვნებაა და მე დარმწუნებული ვარ, ის პატივს სცემს კონტრაქტის პირობებს. ჩვენ მასთან შეხვედრა არ გვაქვს დაგეგმილი და მითუმეტეს ამ თემაზე სასაუბროდ, ვინაიდან მას ერთი წელი აკავშირებს ჩვენთან კონტრაქტის მიხედვით. ეხლა კი ზეიმისა და მომენტით დატკბობის დროა. ვიცი, რომ კარლო დარჩევა. ყველას ეს სურს: გულშემატკივრებს, მე , ფეხბურთელებს. რაც ის მოვიდა მას შემდეგ, მუდამ მის გვერდით ვდგავარ და ვიცავ, როცა ეს საჭიროა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)