რეალი "ბენგუაინს" შეელევა

გამომცემლობა Goal.Com ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბი ბენზემასა და იგუაინის გაყიდვას გეგმავს.


ვებ-გვერდის ცნობით პიპიტამ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან, რომლის მიხედვითაც ის ყოველ წელს 4.5 მლნ. ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით, ახლა ვყელაფერი რეალზეა დამოკიდებული. იტალიური კლუბი არგენტინელ ფორვარდში 25 მილიონის გადახდას გეგმავს, თუ თეთრები ამ თანხას დათანხმდებიან გონსალო მომავალი სეზონიდან ბებერი ქალბატონის ღირსებას დაიცავს.

რაც შეეხება კარიმ ბენზემას, ის იუნაიტედის ახალი მწვრთნელის მოიესის ინტერესთა სფეროში მოხვდა. ფრანგი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ ფერგიუსონს სურდა, მაგრამ მადრიდელთა ცხრიანმა უარი განაცხადა ბლანკოსის დატოვებაზე და ეშმაკებისგანაც არ ყოფილა სერიოზული შემოთავაზება. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ ინგლისის ჩემპიონებს დატოვებს უეინ რუნი, რომელმაც თავისი ტვიტერის გვერდზე უკვე ამოშალა იუნაიტედი და მათ ახალი ფორვარდი დასჭირდებათ. უეინის იდეალურ შემცვლელად კი მოიესს სწორედ კარიმ ბენზემა მიაჩნია მის სანაცვლოდ ის მზად არის 30 მლნ. ევრო გადაიხადოს. ჟურნალისტების აზრით მისი პირველი შენაძენი სწორედ ფრანგი ფორვარდი იქნება.

ამ ტრანსფერებით სამეფო კლუბს 55 მლნ. ევრო დაუგროვდება და სავარაუდოდ ამ თანხას კავანის შესაძენად გამოიყენებენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)