ბებეტოს შვილი ”მადრიდის რეალში”

”მადრიდის რეალმა” შესაძლოა ბებეტოს შვილი დაიმატოს.


ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბებეტომ ტურინის ”იუვენტუსს” დროზე იყიდონ მისი შვილი მატეუს ოლივეირა.

მოსალოდნელია, რომ ”ფლამენგოსთან” გაფორმებული კონტრაქტის დასრულების შემდეგ (2013 წლის დეკემბერი) ახალგაზრდა ფეხბურთელი გადავა ”იუვენტუსში” თავისუფალი აგენტის სახით, მაგრამ ”ფლამენგოს” სურს, რომ მისი ფეხბურთელის წასვლისგან რამე სარგებელი ნახოს, რის გამოც გეგმავს ოლივეირა ზაფხულში გაყიდოს.

”იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ჩემი შვილით და ვიცი, რომ უკვე არსებობს პრინციპული შეთანხმება 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე”-განაცხადა ბებეტომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

”მაგრამ ამავდროულად, მატეუსის ”ფლამენგოდან” თავისუფალი აგენტის სახით წასვლასთან დაკავშირებით, სამწვრთნელო შტაბი ჩემს შვილს უკვე სათამაშო დროს არ აძლევს. შეუძლებელია ის სათადარიგოთა სკამზე იჯდეს დეკემბრის ბოლომდე.”

”იტალიელებმა უნდა გადაიხადონ ერთი მილიონი ევრო, რომ ჩემი შვილი მათთან ზაფხულში გადავიდეს. რაც უფრო მალე გადაიხდიან, მით უფრო მალე გაფრინდება ის ტურინში. მატეუსთან დაკავშირებით სხვა ბევრი წინადადებები და შემოთავაზებებიც გვაქვს, ამიტომაც თუ ”იუვენტუსი” ”ფლამენგოს” მაისის ბოლომდე შეთავაზებას არ გაუკეთებს, ჩვენ თავს მივცემთ უფლებას თავისუფლად დაველაპარაკოთ ”მადრიდის რეალს”. ესპანელებმა შემოთავაზება ”იუვენტუსზე” გვიან გააკეთეს, მაგრამ მათი შემოთავაზებაც ძალიან კარგია.””

მატეუს დე ანდრადე გამა დე ლივეირა დაიბადა 1994 წლის 7 მაისს. თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პიზიციაზე და ის ითვლება ბრაზილიური ფეხბურთის მომავლად. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)