დი სტეფანო: ”იმედი მაქვს მოუ დარჩება”

გთავაზობთ ალფრედო დი სტეფანოს ინტერვიუს


თავს როგორ გრძნობთ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ? თქვენი აზრით, ვინ უნდა გახდეს ”მადრიდის რეალის” ახალი მწვრთნელი?

მადლობთ, მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. რაც შეეხება კლუბის მწვრთნელის შესახებ კითხვას, გირჩევთ არ იჩქაროთ. ჟოზე მოურინიოს ”მადრიდის რეალთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გუნდის სათავეში დარჩება.

თქვენ როცა მწვრთნელი იყავით, რას ითხოვდით პირველ რიგში საკუთარი შეგირდებისგან?

რომ მათ გულეშემატკივრებისთვის ეთამაშათ. შეუძლებელია იყო ფეხბურთელი და არ იფიქრო იმათზე, ვინც შენს გვრდით დგას და მხარს გიჭერს ტრიბუნებიდან, თუ ტელევიზორიდან.

მე გვატემალაში ვცხოვრობ და 64 წლის ვარ. მქონდა საშუალება თქვენი თამაში მენახა მაშინ, როცა ”მადრიდის რეალი” გვატემალაში ”კომუნიკასიონეს დე გუატე”-ს ხვდებოდა. მაშინ დაგრჩათ რამე მოგონება ჩვენს ქვეყანაზე?

მე ყველაზე თბილი მოგონებები დამრჩა ცენტრალური ამერიკის მონახულებისას და მათ შორის გვატემალაში ვიზიტიდან. კოსტა-რიკაშიც კარგად მიგვიღეს მახსოვს.

ამ სამი ფეხბურთელიდან-ზიდანი, რონალდო და ლეო მესი, ვის თვლით ყვეალზე ძლიერად?

ეს სამივე ფეხბურთელი ერთმანეთისგან განსხვავებულია და არ მესმის, როგორ უნდა შევადარო ისინი ერთმანეთს.

კრიშტიანო რონალდუს შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი თავი?

ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა. ჩემი საფეხბურთო კარიერაზე საუბრისას არ შეიძლება დავივიწყო ჩემი თანაგუნდელები. მე ბევრს მივაღწიე იმის წყალობით, რომ ჩემს ირგვლილ ბრწყინვალე ოსტატები თამაშობდნენ. რამენაირ შედარებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კრიშტიანო კარიერას დაასრულებს. ეხლა კი მას წინ უამრავი მოგებები ელოდება.

თქვენი აზრი პიპიტა იგუაინზე.

მე ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი და გახარებული ვარ, რომ ის ”მადრიდის რეალის” ღირსებას იცავს. ის დიდებული თავდამსხმელია, მაგრამ მე ის უფრო იმიტომაც მესიმპატიურება, რომ როგორც მე, ასევე ის ”რივერ პლეიტის” კანტერას აღზრდილია.

თქვენ ალბათ მოიგეთ ყველაფერი , რისი მოგებაც შეიძლებოდა. მთელს მსოფლიოში თქვენ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარებენ. ეხლა რა გძენთ მოტივაციას ცხოვრებაში?


ის პატივისცემა და სიყვარული , რომელსაც მე ვგრძნობ, მაიძულებენ , რომ ყოველ დილით გავიღვიძო. საუბარი ეხება არამარტო ჩემთვის ახ;ბელ ადამიანებს. სიყვარული და მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მადიდისტებისგან მე დამატებით ძალას მძენს ყოველდღე.

არსებობს აზრი, რომ გარეტ ბეილისა და სერხიო აგუეროს ყიდვა ”მადრიდის რეალს” ყველაზე ძლიერ კლუბად აქცევს მსოფლიოში


”მადრიდის რეალში” უნდა თამაშობდნენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები. ასე იყო მუდამ და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.

რას უკავშირებთ ნახევარფინალში ”რეალისა” და ”ბარსელონას” გამოვარდნას?


იმას, რომ გერმანული კლუბები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ და ამიტომაც მიაღწიეს დამსახურებულ გამარჯვებას.

რას იტყვით გერმანული ფეხბურთის წარმატებაზე?

ის არასდროს არ იყო სუსტი. საერთოდ, ევროპაში არც ისე ცოტაა ძლიერი კლუბები. უბრალოდ ზოგჯერ ხან ერთი აღწევს წარმატებას და ისვრის კარგად, ხან მეორე. გერმანელებს ეხლა არამარტო ტექნიკურად და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ყავთ, არამედ ძალიან ძლიერი მწვრთნელებიც.

არ გეჩვენებათ, რომ ბოლო პერიოდში ”მადრიდის რეალი” აცდა გზას და არ უჩვენებს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან გულშემატკივრები ითხოვენ?


”მადრიდის რეალი” ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდებული კლუბი ხდება. ჩვენ იდეალური ინფრასტრუქტურა გვაქვს, ჩვენ მთელ მსოფლიოში გვყავს გულშემატკივრები და ვცდილობთ, რომ ყველა ტურნირი მოვიგოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყველაფერი არ გამოგვდის , ამაზე იმას გეტყვით, რომ ჩვენი მეტოქეებიც ერთ ადგილს არ ტკეპნიან.

რას ფიქრობთ ”მადრიდის რეალის” ამჟამინდელ შემადგენლობაზე?


მე მჯერა ამ გუნდის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფეხბურთელებს ნებისმიერი რამ ძალუძთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)