2013 წლამდე მაურინიო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ იკერი საუკეთესო მეკარეა

2011 წელს, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მაურინიოს ჰკითხეს აზრი იკერ კასილასზე. პორტუგალიელმა კი უპასუხა, რომ იკერი ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. იმავე სეზონში მწვრთნელმა არაერთხელ გაიმეორა, რომ კასილასს ვერავინ შეედრება.


2010 წელს ''კოპა დელ რეის'' პირველ რაუნდში, ''მურსიას'' წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ მაურინიომ პირველად მაშინ აღნიშნა, რომ იკერ კასილასი საუკეთესოა მსოფლიოში. იმავე სეზონში, როცა ლეო მესის ოქროს ბურთი გადასცეს, მილანში ყოფნისას ''მაურინიომ'' გაიმეორა ზემოთ აღნიშნული სიტყვები და დაამატა, რომ იკერი ოქროს ბურთსაც იმსახურებდა. ''ერთ დღესაც მეკარემაც უნდა მოიგოს ოქროს ბურთი და ეს მეკარე კასილასი იქნება ' '
მას შემდეგ ორი სეზონი გავიდა და კასილასსა და მაურინიოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. პორტუგალიელმა გამოიჩინა უპატივცემულობა გუნდის სიმბოლოს და კაპიტნის მიმართ. ჯერ იყო და ადანზე თქვა სჯობია იკერსო, ახლა კი დიეგო ლოპესი ამჯობინა.
დღეს ყველამ წავიკითხეთ მაურინიოს ინტერვიუ, რომელმაც პეპე ''პენსიაზე'' გაუშვა და მის მიმართ სრული უპატივცემულობა გამოავლინა. არადა არავის დავიწყებია მაურინიოს ადრინდელი განცხადებები,რომელიც აღნიშნავდა, რომ პეპე მსოფლიოს საუკეთესო მცველია. ახლა კი ვითომ 19 წლის ბიჭი სჯობს მას.

საკითხავია რა შეიცვალა მას შემდეგ ? რატომ იქცევა პორტუგალიელი ასე სამარცხვინოდ?
პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ თავი ვერ დაიმკვიდრა მადრიდში. ''მაურინიომ ძალიან გვიან გააცნობიერა თუ რა იყო მადრიდის ''რეალი'' - ეს კი ფლორენტინო პერესის სიტყვებია. ჩემი აზრით, მან ვერ აუღო ალღო ''სამეფო კლუბის'' ფილოსოფიას, მან ვერ შეძლო და ერთ მუშტად ვერ შეკრა გუნდი, მან ვერ გამოიყენა მსოფლიოს დონის ვარსკვლავები და ვერ დადო შედეგი. ეროვნული ჩემპიონატის მოგება კი ''რეალში'' არავის უკვირს. არ დაგავიწყდეთ, კაპელომაც მოიგო ლა ლიგა, თუმცა იმავე წელს გაუშვეს, არ აცალეს შემდეგ სეზონშიც ეხელმძღვანელა კლუბისთვის,მაურინიო კი თავისი უხარისხო ფეხბურთის ჩვენებით აგერ უკვე 3 წელია ხელშეუხებელ პიროვნებად გადაიქცა. მის გამო გაუშვეს ვალდანო და ზიდანი, ყველანაირი უფლებამოსილება მის ხელთ გადავიდა, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა.
ასეთი შემდადგენლობა, როგორიც დღეს მაურინიოს ჰყავს , არც შუსტერს, არც ხუანდე რამოსს და არც პელეგრინის, თუმცა დღევანდელ ''რეალზე'' სანახაობრივ ფეხბურთს მაინც თამაშობდნენ, რადგან მათი იდეოლოგია და მიდგომა ფეხბურთისადმი უფრო ერგებოდა ''სამეფო კლუბის'' ფილოსოფიას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)