როცა ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან ბევრია...


როცა ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან ბევრია...


მადრიდის „რეალში“ თამაში 1984/85 წლების სეზონში დავიწყე. ეს იყო პერიოდი როცა „რეალმა“ არასასიამოვნო ჩვეულება გამოიმუშავა: წაგება მეტოქე გუნდის სტადიონზე, ზოგჯერ დიდი ანგარიშითაც, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ „ბერნაბეუზე“ გულშემატკივართა მხარდაჭერითა და აღფრთოვანებით დამტკბარიყო.


ტრაექტორია ჩავარდნიდან დიდებამდე 2 კვირას მოიცავდა, სადაც სულიერი დაცემა, იმედები და ეიფორია ერთმანეთში ირეოდა. მივდიოდით გარდაუვალ კითხვასთან „რატომაც არა? „ და ბოლოს თავდაჯერებასთან: „რა თქმა უნდა, დიახ! “

პირველი ასეთი დიდი წარუმატებლობა ჩემს მეხსიერებას ბრუსელში, 1984 წლის 29 ნოემბერს აბრუნებს. ჩვენი დიდებული შემადგენლობა, შესანიშნავი ტექნიკის მქონე და ევროპაში უკანასკნელ მოდაზე მოთამაშე მადრიდი "ანდერლეხტთან" 3:0 დამარცხდა. მაშინ , quinta del Buitre — «ბუიტრეს ხუთეული» ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. "რეალი" ტრანსფორმაციის პერიოდს განიცდიდა, ესპანეთის ლიგის ჩაგდების შემდეგ (ჩემპიონი ბარსელონა გახდა. სხვაობა 17 ქულა იყო) ისღა დაგვრჩენოდა გმირობაზე დაგვედო თავი.
განმეორებით შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ჩვენმა ბელადმა-კაპიტანმა, დონ ხოსე ანტონიო კამაჩომ, მისთვის უჩვეულოდ, პათეთიკური, ხმამაღალი მოწოდებების იწამა. დილის ვარჯიშზე მან განაცხადა: „ჩვენ მათ 5 გოლს გავუტანთ“, შემდეგ პრესიდან კითხულობდა ჩვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და აკომენტარებდა: „ხედავთ, ისინი უკვე კანკალებენ“ ბოლოს, გაკვეთილს ფსიქოთერაპიით ასრულებდა :“თუ ოთხშაბათს რომელიმეს შიშში გაეღვიძება, აჯობებს საწოლშივე დარჩეს“ ჩვენც ვუფერებდით „დიახ, კამაჩო“ გაჩუმება არ ღირდა. ის ძარღვების დასკდომამდე დაიღრიალებდა.ყველაფერი სოლიდარობის ფიცით, მოედანზე ყველაფრის დადების პაქტითა და უკვე გამჯდარი ტაქტიკის განხილვით სრულდებოდა. „მათ საკუთარ ტერიტორიაზე ჩავკეტავთ“ ცოტა გულუბრყვილო, მაგრამ მაინც მოქმედი.

ერთადერთი რისიც გვეშინოდა - გვეყოფოდა თუ არა დრო. ის განმეორებითი შეხვედრა ჩვენ 6:1 მოვიგეთ. ამისთვის ჩვენ სულ 45 წუთი დაგვჭირდა. მოგვიანებით ხუანიტო,ერთ-ერთი ცნობილი ხუთეულისგან, გახდება ავტორი ფრთიანი ფრაზისა: „90 წუთი ბერნაბეუზე-ეს ძალიან ბევრია“

ჩვენი პრეისტორიული ტაქტიკა წინაპირობათა ჯაჭვით იწყობოდა. მაგალითად, ჩვენ აუცილებლად პირველებს უნდა დაგვერტყა კარში 3-ჯერ, პირველი 15 წუთი ინიციატივას მთლიანად ჩვენ ვფლობდით, რა თქმა უნდა, სწრაფ გოლზე კეთდებოდა აქცენტი. ამ ყველაფერს დამატებული მაყურებელთა ფანატიკური ერთგულება, რომელსაც ცამდე ავყავდით ჩვენ, და ჯოჯხეთში ითრევდა მეტოქეებს. 2 წლის განმავლობაში, ვერც ერთმა კეთილშობილმა მეტოქემ ვერ დაამარცხა ეს ფსიქოლოგიური გამოწვევა.

ჩვენმა თავდაჯერებულობამ პარადოქსულ ზომებს მიაღწია: რაც უფრო მეტად აღწევდა მეტოქე საკუთარ მოედანზე მიზანს, მით უფრო მძაფრი და სასიამოვნო იყო საპასუხო დარტყმა. ამ ციკლმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როცა დორტმუნდის „ბორუსიამ“ სახლში მათთვის მისაღებზე მეტი ანგარიშით, 5-1-ით გაგვაცილა.მაშინ კამაჩომ ხმა მაქსიმუმამდე დაძაბა. „სანტიაგო ბერნაბეუს“ გაზონზე, ისე გავედით თითქოს უკანასკნელ ბრძოლაში მივდიოდით. მაშინ დადასტურდა არგენტინის ნაკრების ექიმ ოლივის სიტყვები „გრძნობდე თავს დაღლილად, არ ნიშნავს იყო დაღლილი“ ჩვენს სხეულში ინახება რაღაც, რაც მზად არის საჭირო დროს ამოფეთქვისათვის. სანტილიანას მეოთხე გოლი გერმანელთა კარში უკანასკნელ წამებზე გავიდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დაძაბული და ემოციური მატჩის დამაგვირგვინებელი აკორდი — 4:0!

ნაწყვეტი ხორხე ვალდანოს წიგნიდან : „ოცნებები ფეხბურთზე“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)