ანჩელოტის ''რეალი''

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს მადრიდის ''რეალი''. Marca - მ საკმაოდ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა, სადაც განხილულია იმ ფეხბურთელთა სავარაუდო სია, რომლებსაც ''რეალი'' მომდევნო სეზონიდან დაიმატებს ან გაუშვებს.


როგორც გაზეთი Marca იტყობინება საკმაოდ დიდი შანსია იმისა, რომ მომდევნო სეზონიდან სამეფო კლუბი ანჩელოტიმ ჩაიბაროს. საუბარია ახალ ''რეალზე'', რომელიც გაცილებით ძლიერი, დაბალანსებული და ვარსკვლავური იქნება. ბეილი, გურდოგანი, ვერატი, კარვახალი, კონდოგბია ეს იმ ფეხბურთელთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა დამატებასაც პერესი შეეცდება. რაც შეეხება, სავარაუდო წამსვლელთა სიას ასე გამოიყურება :დი მარია, იგუაინი, კოენტრაო, კარვალიო და ესიენი.

მეთერთმეტე სეზონია, რაც მადრიდის ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის მოგებას უშედეგოდ ცდილობს. სწორედ ამიტომაც, პერესი გუნდის საგრძნობლად გაძლიერებას აპირებს.
მომავალი წლიდან გუნდი სამ ფეხბურთელზე აშენდება. კასილასი, რამოსი და რონალდო იქნებიან გუნდის მთავარი დასაყრდენი ძალა.

თუ თხუტმეტ დღეში ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი არ გამოჩნდება, ფლორენტინო პერესი ავტომატურად აირჩევა ახალი ვადით და შეუდგება ამ პროექტის განხორციელებას.
მართალია, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა პერესს ძალიან სურს ანჩელოტის მოყვანა გუნდში. რატომ იტალიელი და არა მაგ: ვილაშ ბოაში ან კლოპი ? იმიტომ, რომ მას გააჩნია უდიდესი გამოცდილება, ვარსკვლავებთან მუშაობის დიადი ტალანტი, ამ ყველაფერს კი ტიტულები სრულჰყოფს. მისი მოყვანა ''ბერნაბეუზე'' ადრეც სურდათ, თუმცა არ გამოვიდა.

გუნდს აუცილებლად დატოვებენ ესიენი და კარვალიო. ასევე დიდი შანსია იგუაინის, დი მარიას და კოენტრაოს გუნდიდან წასლვისა. კოენტრაოს ინგლისს უკავშირებენ, იგუაინს კი იტალიას. ისიც გადაწყვეტილია, რომ კარვახალი დაუბრუნდება თავის მშობლიურ კლუბს და ხესე როდრიგესი, უნიჭიერესი კასტილიელი ითამაშებს პირველ გუნდში.

ზაფხულის მთავარი ტრანსფერი კი დიდი შანსია გახდეს ბეილი. ''რეალის'' უკლებლივ ყველა წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს მისი შეძენისა , ყველაფერს კი თავად უელსელის პოზიცია ამყარებს, რომელიც ოცნებობს ''რეალში'' თამაშზე.
ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ''სამეფო კლუბი'' ელოდება ხაბი ალონსოს პასუხს. თუ მან უარი განაცხადა კონტრაქტის გაგრძელებაზე, რეალი მის შემცვლელს მოიყვანს, საუბარია ვერატიზე, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება ასაკისდა მიუხედავად.
ასე, რომ დაველოდოთ ზაფხულს. ნახევარფინალში დადასტურდა, რომ ''რეალს'' ესაჭიროება ახალი ფეხბურთელები, ახალი სისხლი და რაც მთავარია ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს.
marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)