მოურინიო: ”დიეგო ლოპესი ჩემი არჩევანია”

ჟოზე მოურინიო ”მალაგა”-სთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.


პეპეს განცხადება: ”პეპეს პრობლემას აქვს ერთადერთი სახელი და მას
”იმედგაცრუება” ქვია. მე მესმის მისი, ვინაიდან საკმაოდ ძნელია 31 წლის ფეხბურთელისთვის, როცა შენს ადგილს 19 წლის ბიჭი იკავებს. ვარანე არის სწორედ პეპეს აღშფოთების მიზეზი. რაფაელი კლუბის მომავალია. პეპეს მის მოსვლამდე ყველაფერი წესრიგში ქონდა, მაგრამ მისი გამოჩენის შემდეგ მან თავისი ადგილი დაკარგა დაცვის ცენტრში და მე მესმის მისი აღშფოთების.”

კლუბიდან ნებით წასვლა: ”მე აქ დარჩენას ვაპირებ”

კლუბიდან გაგდება: ”თუ ეს ჩემი ბოლო სეზონია ”მადრიდის რეალში” და სეზონის შემდეგ მე კლუბიდან გამიშვეს, არ ვაპირებ, რომ ჩემი გაშვების სანაცვლოდ კლუბს ერთი ევროც წავართვა.”

კასილასი: ”მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე დიეგო ლოპესი მომწონს და ამის უფლება მაქვს. რატომ არ უნდა მომწონდეს მეკარე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს, სიმაღლეც შესანიშნავი აქვს, რეაქცია კარგი აქვს, გამოსვლაზე კარგია და სტანდარტულებისას კედელსაც კარგად აყენებს? მე მაქს სრული უფლება მომწონდეს ის, ისევე როგორც იკერს აქვს სრული უფლება მოწონდეს მწვრთნელად პელეგრინი ან დელ ბოსკე. სანამ მე ”მადრიდის რეალის” მწვრთნელი ვარ დიეგო ლოპესი ითამაშებს”.

ინიესტას პასუხი: ”ყველას შეუძლია ილაპარაკოს იმაზე , რაც სურს და თქვას ის , რასაც ფიქრობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შენი კლუბი უნდა განაღვლებდეს და იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ ერთი ფეხბურთელის გარეშე გუნდი ნოლია და ვერაფერს ვერ თამაშობს, რაც მოხდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როცა მესი მოედანზე არ იმყოფებოდა. ჩემი აზრით, ისინი ამას უნდა აანალიზებდნენ და არა სხვა რამეს.”

როგორ გრძნობს თავს: ”მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. ნორმალური მოვლენაა, როცა ფეხბურთზე დიდ ზეგავლენას საზოგადოება და აუდიტორია ახდნეს. როცა საზოგადოება და აუდიტორია იცვლება, ფეხბურთიც იცვლის მიმართულებას და მე ეს სრულიად არ მომწონს. მიუხედვად ამისა, მესმის, რომ ეს ფეხბურთისთვის დამახასიათებელია, ამიტომაც მშვიდად და ნორმალურად ვარ.”

შეგიძლიათ თქვათ რეალურად რა ხდება კასილასის თავს? ”ერთხელ და სამუდამ გაიგეთ, მე ვარ მწვრთნელი. მე დამიქირავეს იმითვის , რომ ვიყო საფეხბურთო მწვრთნელი და ძალაუფლება კი სწორედ მწვრთნელის ხელშია, მათ შორის, სწორედ მწვრთნელი ირჩევს, თუ ვინ უნდა ითამაშოს. მე ვწყვეტ და არა თქვენ ითამაშებს კოენტრაუ დღევანდელ შეხვედრაში, თუ მის ნაცვლად მოედანზე მარსელო გამოვა. მე არ მიყვარს ავტორიტეტები. საათებს ვატარებ ჩემი გადაწყვეტილებებზე მსჯელობაში და ანალიზში. მე ეხლა დიეგო ლოპესი მირჩევნია, როგორც მეკარე, ვიდრე იკერ კასილასი. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას. მე საუკეთესოები მომწონს. ცენტრში კარგად გრძნობს თავს, ფეხით მშვენივრად თამაშობს, საჰაერო ორთაბრძოლებში დომინირებს. იკერი გასაოცარ ბურთებს იღებს და ეს მე ყველაზე მეტად მომწონს სხვა მეკარეებთან შედარებით. კასილასს შეუძლია თქვას, რომ მეტად მოსწონს ”ულვაშა” ან პელეგრინი, ისევე როგორც თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ უფრო დაცვითი, უფრო დამყოლი, უფრო შემტევი მწვრთნელები მოგწონთ. სავსებით ლეგიტიმურია, როცა მე დიეგო ლოპესს ვათამაშებ, ვინაიდან ის უკეთეს კონდიციებშია. ადამიანები, როცა რაღაცას იძახიან, ისინი ვერ ხვდებიან მოურინიოს ფეხბურთის აზრს, ისინი ამბობენ, რომ კასილასი დიეგო ლოპესს ოცი თავით ჯობია, აი მე კი ხვალ მოედანზე დაცვის ცენტრში ამ შემადგენლობას დავაყენებ: დიეგო ლოპესი, ალბიოლი, ნაჩო, კოენტრაუ. კოენტრაუ იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, ალბიოლი იმიტომ რომ ის ამას იმსახურებს. ვარანე და რამოსის დუეტი კლუბის მომავალია, ხოლო დიეგო კი იმიტომ, რომ ჩემთვის ის ამჟამად საუკეთესოა. აი ასე , ჩვეულებრივად. მე ვარ მწვრთნელი და მე ვირჩევ ვინ ითამაშებს.”

დაუმარცხებელი სახლში: ”არცერთ დიდ ევროპულ გრანდებს ამისთვის არ მიუღწევიათ. ”იუვენტუსი”, ”მილანი”, ”ინტერი”, ”ნაპოლი”, ”ბარსელონა”, ”ბაეირნი” ეს ის გუნდებია, რომლებსაც ასეთი რამ არ ქონიათ. ყველა მათგანს მინიმუმ ერთი თამაში მაინც აქვს წაგებული. ეს ბევრს არ ნიშნავს, იმირომ რომ ის არ მოუტანია, რაც მე მახარებს. ”მალაგა” სახიფათო გუნდია და შეიძლება მარცხი მასთან ვიწვნიოთ, თუ კარგად არ ვითამაშებთ.”

ბევრმა მეგობარმა ზურგი აქცია: ”მე ასე არ ვთვლი. მეგობარი არსებობს სამუდამო. არსებობს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მე ”ჩელსის” ფეხბურთელებს ვესაუბრები ტელეფონზე. ეს ასე არ არის, მე ველაპარაკები ”ანჟის”, ”გალათასარაის”, ”ბოლონიას”, ”ინტერის” ხალხს. ყველას ველაპარაკები...” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)