წმენდა იწყება

მადრიდის "რეალმა" 2009 წლიდან მოყოლებული ძალიან დიდი თანხა დახარჯა ტრანსფერებზე, რომელმაც რაღაც მხრივ გაამართლა. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა "ადგილების განთავისუფლება".


კარვალიოს და ესიენს კონტრაქტი ამოეწურათ
რიკარდო კარვალიო ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ცენტრალური მცველია და მისი გადაბირებით ბევრი გუნდია დაინტერესებული. პორტუგალილე ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებას რუსული და ყატარის კლუბები ახორციელებენ. რაც შეეხება მაიკლ ესიენს, იგი "ჩელსის" საკუთრებაა და ზაფხულში ლონდონში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესიენი სამეფო კლუბს იჯარის სახით შეუერთდა.

გერმანული და ესპანური კლუბები ადანით ინტერესდებიან
ადანმა კასილასის შემცვლელად 5 წელი იმუშავა. მას შემდეგ, რაც კლუბში დიეგო ლოპესი მოვიდა, ადანის შანსები მინიმალური გახდა და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე იგი კლუბს დატოვებს. "ხეტაფე" და "ლევანტე" მადრიდელთა კიპერის შეძენას შეეცდება, ასევე "მიუნხენგლადბახი" ცდილობს ესპანელი მეკარის ბუნდეს ლიგაში გადაყვანას. სამეფო კლუბსი ხელმძღვანელობა მის სანაცვლოდ მინიმუმ 2 მილიონ ევროს ითხოვს.

კოენტრაო - 18 მილიონი ევრო
ფაბიო კოენტრაოს შეძენაზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე იკავებდა თავს ფლორენტინო პერესი, თუმცა ჟოზე მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მადრიდელთა პრეზიდენტმა 36 მილიონი ევრო გადაიხადა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მაშინ მოგვევლინა, როდესაც მარსელომ ტრავმა მიიღო და ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი შანსია, რომ კოენტრაო ისევ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს. მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.

მადრდის "რეალი" პეპეს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს
სამეფო კლუბმა პეპეს გაყიდვა გადაწყვიტა. იგი უკვე 30 წლის არის და იმატა მისმა შეცდომებმა დაცვის ცენტრში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვარანი-რამოსის დუეტის შექმნის შემდეგ მან ადგილ დაკარგა ძირითად შემადგენლობაში. სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი მცველი კლუბს გამოიცვლის.

კაკას სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს
უკვე წელიწად ნახევარია მადრიდის "რეალი" კაკას გაყიდვას ცდილობს, თუმცა შემოთავაზებებით უკმაყოფილონი დარჩნენ. ალბათ ყველას ახსოვს კაკას დიდებული ასპარეზობა "მილანში". მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და დაეუფლა ოქროს ბურთს. "რეალის" შემადგენლობაში კი ნამდვილად ვერ გაიბრწყინა. რიკარდოს არცერთი მწვრთნელი არ ენდო და იგი სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

დი მარიაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა
ანხელ დი მარიას შეძენა ძალიან ბევრ კლუბს უნდა. ყველაზე აქტიური გუნდებია: "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "პსჟ". დი მარიას სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს და მადრიდელთა ხელმძღვენელობის თქმით მის გაყიდვას ყველაზე მარტივად მოახერხებენ.

იუვენტუსი იგუაინის გადაბირებას ცდილობს
იტალიური კლუბი, "იუვენტუსი" დაინტერესებულია არგენტინელი ფორვარდით. "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდა გონსალო იგუაინს და მის სანაცვლოს 30 მილიონ ევროს ჩამოდის. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)