მადრიდის რეალში რეორგანიზაცია იგეგმება

სეზონის დასრულებისთანავე მოურინიო რეალს რომ დატოვებს, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, მაგრამ ის ერთადერთი არ იქნება ვინც დაშორდება სამეფო კლუბს. ბლანკოსში დიდი რეორგანიზაცია იგეგმება.


Goal.Com-მა გამოარკვია ის ფეხბურთელები, რომლებსაც მოურინიოსთან საერთო აგენტი აკავშირებთ.

სამეფო კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არის ანხელ დი მარია, რომელმაც პირველი სეზონი სამეფო კლუბში ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა წელს საგრძნობლად მოუკლო და თეთების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მის მაგივრად უკეთესი ფეხბურთელის დამატება შიძლება. ანხელიტოს ბევრი მსურველი ჰყავს იტალიასა და ინგლისში შესაბამისად თეთრები იმედოვნებენ, რომ დი მარიას 20 მლნ. ევროდ გაყიდიან.

მოურინიოსთან ყველაზე ახლოს იყო კოენტრაო, რომელიც 2 წლის წინ რეალმა 30 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მარსელოს კონკურენცია ვერ გაუწია და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ჟოზე ერთი პერიოდი მას ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზეც აყენებდა. ფაბიომ ძირითადში ადგილი მარსელოს ტრავმის შემდეგ მოიპოვა და საკმაოდ მოუმატა კიდეც, დიდი ალბათობით ჟოზე მას ჩელსიში გადაიყვანს, სადაც მარცხენა მცველის პოზიცია საკმაოდ სუსტია, რადგან ეშლი კოული უკვე ასაკშია და იმ დონეზე ვერ თამაშობს, რომელსაც მისგან მიჩვეულნი ვიყავით.

მოურინიოს პეპეს წაყვანაც მოუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმაში არ არის და დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მისი გამოცდილება დასაფასებელია და არ არის გამორიცხული მომავალი სეზონიდან კვლავ უმაღლესს დონეზე ითამაშოს. მისი სატრანსფერო ფასი კი 10 მლნ. ევროს წარმოადგენს, რაც ჩელსისთვის პრობლემა ნამდვილად არ არის. ყველაფერი ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელის აგენტიც მენდესი არ არის და დიდი შანსია დატოვოს კლუბი არის ალვარო არბელოა. მიჩნეულია, რომ ესპანელი მცველი გასახდელში მოურინიოს ყველაზე დიდი მოკავშირეა, მიუხედავად იმისა, რომ ის სტაბილურად იკავებს ძირითად შემადგენლობაში ადგილს, ყველაზე მეტად სწორედ მას აკრიტიკებენ. სავარაუდოდ მის პოზიციას მომავალი სეზონიდან 20 წლის კარვახალი დაიკავებს, რომელიც რეალის აღზრდილი და 2012/13 წლების სეზონის ბუნდესლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველად არის დასახელებული.

კლუბს დიდი ალბათობით დატოვებს 34 წლის რიკარდო კარვალიოც, რომელიც სამეფო კლუბში აღარავის ახსოვს. ის რეალიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)