ბენზემა იბრაზე მაგარია!

ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის უფრო კარგი შენაძენი ბენზემა, ვიდრე იბრაჰიმოვიჩი.

P.S ეს ჩემი საიუბილეო, მე-100-ე სტატიაა.


ალბათ დამეთანხმებიღ, რომ ორივე არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ ამ სტატიაში დასაბუთებულია, თუ რატომ სჯობს ბენზემა, ზლატანს.

1) ფრანგი ფორვარდი 6 წლით ახალგაზრდაა შვედზე. აქედან გამომდინარე _ ბენზემასგან გაცილებით მეტს ელიან კერძოდ ამ მომენტში, ვიდრე იბრაჰიმოვიჩისგან, რატომ?, იბრამ (თავისი უკვე მოჭამა) გასული წლების განმავლობაში საუკეთესოდ გამოიყურებოდა "ინტერში", ახლა კი იგი "ბარსელონაში" ირიცხება, კატალონიელები კი განსხვავებული სტილით თამაშობენ "ნერაძურასთან" შედარებით, აქედან გამომდინარე ძნელია შეეწყოს გუნდს მალე. ხოლო, თუ ახლო მომავალში ვერ ჩადგა სათანადო ფორმაში, მისი დრო წავა... აი რაც შეეხება ბენზოს, იგი 22 წლსაა, მას ყველაფერი წინა აქვს, იგი "ლიონიდან" გადმობარგდა სამეფო კლუბში და არც შეგუება გასჭირვებია, რადგან ფრანგები, ესპანელებივით სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ასე რომ კარიმს არ გაუჭირდა შეგუება "რეალის" სტილთან.

2) მადრიდისტა გაცილებით უფრო სწრაფი და ტექნიკურია კატალონიელთან შედარებით. ბენზემა უფრო მეტს მოძრაობს, იბრა კი მძიმეა და ნელი, იგი თავით თამაშისთვისაა დაბადებული. შეიძლება "ბარსელონას" გულშემატკივარი სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელის მოტივაციას და 28_სას ნამდვილად ვერ შევადარებთ. ზლატანს შეუძლია კარგი გადაცემების გაკეთება, ერთი–ერთზე კაცის მოტყუებაც, მაგრამ ბენზემა ამას ორჯერ უფრო სწრაფად აკეთებს და უფრო სხარტად ღებულობს გადაწყვეტილებას მოედანზე. იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ მეორე სართულზე ბრძლოაში სჯობნის მადრიდისტას, დანარჩენში კი ბენზემა.

3) ბენზემა უკეთესი შენაძენია იბრაზე, "რეალმა" 35 მილიონი გადაიხადა კარიმში, ხოლო "ბარსელონამ" 75 მილიონი. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული თანხაა. ზლატანი ყოველთვის დიდ კლუბებში გამოდიოდა, ხოლო ბენზო კი საშუალო ძალის გუნდში ასპარეზობდა. ფრანგი თამაშობდა "ლიონში", შვედი "ინტერში", მაგრამ მათი შედეგები, რომ შევაჯამოთ გავიგებთ _ კარიმი "ოლიმპიკის" ლიდერი გახლდათ, ფაქტიურად ის და ჟუნინიო ათამაშებდნენ კლუბს და მისი წარმატების საწინდარი, სწორედ ეს ორი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდა. აი რაც შეეხება იბრას, იგი გამოდიოდა გრანდებში, ლიდერიც გახლდათ, მაგრამ მასზე არასოდეს ყოფილა მატჩის ბედი დამოკიდებული და მარტოც არასდროს უთამაშებია გუნდი...

4) გოლის გატანის ინსტიქტი ორივე ფეხბურთელს არაჩვეულებრივი აქვს, მაგრამ ადრესატის როლში ყოფნა გაცილებით კარგად შეუძლია ბენზემას. მისი საგოლე გადაცემები მართლაც ბევრ რამეზე მეტყველებს. იბრა უფრო პასის მოლოდინში მყოფი მოთამაშეა, აი ბენზო კი თვითონ ქმინს ხშირად გოლებს, ეს კი ლიდერის და ფორვარდის უპირველესი დადებითი მხარეა.


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 5 ნოემბერი 2009
  • 4125
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)