ვინ იქნება რეალის მწვრთნელი?

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის საკითხი საფეხბურთო ჟურნალისტების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ამიტომ ყოველ დღე ვაწყდებით ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ფლორენტინო პერესის რჩეულებზეა საუბარი.


ყველაზე აქტიურად პრესაში ანჩელოტის სახელს ვაწყდებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ყოველგვარი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი აკავშირებს და მის გაწყვეტას არ გეგმავს.

აგრეთვე სახელდებოდა ანრეშ ვილაშ ბოაშის სახელი. პორტუგალიელმაც განაცხადა, რომ დიდი პატივია რეალის მწვრთნელობა, მაგრამ ტოტენჰემში მინიმუმ ერთი წლით აპირებს დარჩენას. შესაბამისად ეს ვარიანტიც გამოირიცხა.

რაც შეეხება არსენ ვენგერს, გულშემატკივართა დიდი ნაწილი სწორედ მის კანდიდატურას უჭერს მხარს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ფრანგმა მწვრთნელმა არსენალი დატოვოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეთოფეთა ხელმძღვანელობა მას დიდი თანხების გამოყოფას დაპირდა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, მადრიდის რეალში დაბრუნდება ჰაინკესი რომელმაც თეთრებს 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. სეზონის დასრულების შემდეგ ის ბაიერნს დატოვებს და მის ადგილს გვარდიოლა დაიკავებს, შესაბამისად გერმანელი სპეციალისტი თავისუფალი აგენტი ხდება და მის გადაბირებას ბევრი კლუბი შეეცდება. მადრიდის რეალს კონკურენციას ბარსელონა გაუწევს, რომლებიც ჰაინკესს ტიტო ვილანოვას შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ ბარსელონას ხელმძღანელობამ მტკიცედ განაცხადა, რომ მწვრთნელი კლუბს არ დატოვებს. ჰაინკესის მომავალ ნავსაყუდლად განიხილავენ ბილბაოს ატლეტიკსაც, რომელსაც ბიელსა დატოვებს და უმწვრთნელოდ რჩება. dle 10.1

  • SunSay
  • 28 აპრილი 2013
  • 4007
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (110)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)