ბუტრაგენიო: ესპანელი ფეხბურთელების შეძენას ვაპირებთ

ბუტრაგენიო: ესპანელი ფეხბურთელების შეძენას ვაპირებთ


დღეს, “რეალის” მმართველ დირექტორატში მოულოდნელი ცვლილება მოხდა, - გენერალური დირექტორის პოსტზე, ხორხე ვალდანო ემილიო ბუტრაგენიომ შეცვალა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, “სამეფო კლუბის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.


“ხორხე ვალდანო და მიგელ პარდესა თავიანთ ფუნქციებს შეასრულებენ. მე კი, კვლავ მშობლიურ კლუბში დავბრუნდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ დირექტორატში კარგ გუნდს შევქმნით.”

“რამდენიმე პოზიცია კვლავ გასაძლიერებელია. მომდევნო სეზონში ძალიან გადატვირთული კალენდარი გველის. ამასთან, გუნდში ძალიან ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც თავიანთი ეროვნული გუნდების ღირსებას იცავენ. მთავარი არაა ყველა პოზიციაზე ვარსკვლავები გყავდეს. პრიორიტეტი გუნდური წარმატება უნდა იყოს და არა ინდივიდუალური.”

“რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებას ვცდილობთ, თუმცა ტრანსფერები ჯერჯერობით არ გაჩარხულა. საქმე იმაშია, რომ რაღაც დაბრკოლებები გვაქვს.”

“კრიტიანო რონალდოს უპრეცედენტო პრეზენტაციამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ინჩასებს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენი მიზანი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და ძლიერი შემადგენლობის შექმნაა.”

“რონალდოს მადრიდელელები თავს არ მოაბეზრებენ. მიუხედავად იმისა, რომ მის გადაბირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პორტუგალიელი პროფესიონალია და მას პატივი ჟურნალისტებმაც უნდა სცენ.”

“კრისტიანო რონალდოსთვის მცველები არ გამომგვიყვია. მას ქალაქში გადაადგილება თავისუფლად შეეძლება. ვარსკვლავებს აქ პრობლემები არ ექმნებათ. რონალდომდე ხომ მადრიდში ზიდანსა და ფიგუს უცხოვრიათ.”

“ისეთი ტრანსფერები, როგორსაც ჩვენ ვანხორციელებთ, ფეხბურთისთვის კარგია, როგორც ფინანსური, ასევე წმინდა სპორტული თვალასზრისით.”

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 8 ივლისი 2009
  • 3525
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)