გუნდოგანი: ””მადრიდის რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო კლუბია”

”დორტმუნდის ბორუსიას” თურქი ნახევარმცველი გამომცემლობა AS-ს ესაუბრა.


ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრამდე შვიდი დღეა დარჩენილი. როგორ გრძნობს ”დორტმუნდის ბორუსია” თავს?

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ”ბორუსიასთვის”. ფაქტია, რომ ჩვენ არავინ არ გვთვლიდა ფავორიტებად , ვინაიდან ჯგუფშ ”მადრიდის რეალი” და ”მანჩესტერ სიტი” გვყავდა. სამუშაო, რომელიც ჩვენ გავწიეთ , ძალზედ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

თქვენ გამოაგდეთ ასევე ”დონეცკის შახტარი”

მათ გარდა მეოთხედფინალში ასევე კარგად ვითამაშეთ ”მალაგას” წინააღმდეგ. სახლში ბოლო წუთზე გატანილი გოლი ფენომენალური იყო. ჩვენ ნებისმიერი შეხვედრის ბოლო წუთამდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის.

ნახევარფინალში ბოლო გაჩერებად ”მადრიდის რეალი” დაგრჩათ და შემდეგ უკვე უემბლია.

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ისინი საუკეთესონი არიან, მაგრამ ადრე ჯგუფში ერთხელ უკვე დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, ეხლა ”მადრიდის რეალი” უკეთესად გამოიყურება, ვიდრე პირველ წრეში. ამჟამად ყველაფერმა დაადასტურა, რომ ნებისმიერი კლუბსი დამარცხება შეგვიძლია და ეს კიდევ უფრო პოზიტიურად განგვაწყობს ამ თამაშის წინ. არ ვღელავთ იმის გამო, რომ ”მადრიდის რეალთან” გვიწევს დაპირისპირება. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველანაირად შევეძლებით, რომ 25 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ.

იცით რა , რომ ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხეთ ესპანელები, გაგიხარდათ თუ არა, როცა კენჭისყრამ კვლავ ”მადრიდის რეალი” გარგუნათ?

არა. ასე არასდროს არ გვიფიქრია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ”მადრიდის რეალს” ვეთამაშებით. სიცრუეა, რომ მათი დამარცხება ყველას შეუძლია. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ ისინი ყველაფერს დადებენ მოედანზე , რომ შემდეგ ეტაპზე მათ ითამაშონ.

იოზილი თქვენთვის სამაგალითოა?

იოზილი ყოველთვის კარგად თამაშობს. გადავხედოთ მის განვლილ კარიერას და თავად მიხვდებით მის სიძლიერეს. ის თურექეთის დიდებული წარმომადგენელია გერმანიაში და ”მადრიდის რეალში.”

გეგმავთ თუ არა თქვენი კარიერის ამა თუ იმ ეტაპზე ესპანეთში თამაშს?

მე ”დორტმუნდთან” კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე მაკავშირებს, კლუბს კი მისი განახლება სურს. ამჟამად ამ საკითხს განვიხილავთ და ჯერჯერობით არაფერი არ გადაგვიწყვეტია. ჩემი მიზანი არის ესპანეთში და ინგლისში თამაში. მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ჩემს კარიერასთან დაკავშირებით ჩემი გეგმები მაქვს. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ის, რაც ვიცი არის , რომ ზემოთხსენებული ორი ქვეყნიდან ერთ-ერთში მინდა თამაში. მომწონს ესპანური ფეხბურთის სტილი.

თქვენ განაცხადეთ, რომ ”მადრიდის რეალმა” საგრძნობლად გააუმჯობესა თამაში ოქტომბერთან შედარებით...

რა თქმა უნდა. ”მადრიდის რეალი” ეხლა უკეთესად თამაშობს, ვიდრე პირველ წრეში.

მეათე თასი ”მადრიდის რეალისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს მათთვის ასევე დიდი მოტივაციაცაა. ეს უპირატესობაა, თუ პირიქით?

ამაზე პასუხი არ მაქვს.

ამ დღეებში მესუთ იოზილს თუ ესაუბრეთ?

ტელეფონში ხშირად ვსაუბრობთ. გარდა ამისა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსაც ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს. დიახ, ჩვენ გავცვალეთ შეტყობინებები და ორივეს გვინდა, რომ ეს შეხვედრა , რაც შეიძლება მალე ჩატარდეს/

რა გრძნობაა კრიშტიანოსა და იოზილის წინააღმდეგ თამაში?

თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს ორი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. სამი წლის წინ ორივე მათგანს ტელევიზორში ვუყურებდი და ეხლა მაქვს შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ ვითამაშო. შეუდარებელი გრძნობაა.

ოქტომბერში ჩატარებულ ორივე შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდით.

”ბერნაბეუზე” ყველაფერი კარგად დავიწყეთ. საკმაოდ მკაცრი დისციპლინა გვაქვს და მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ იოზილმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მაშინ ამ შედეგმა უკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა, მაგრამ შემდეგ ჩემი შეხედულება შევიცვალე, ვინაიდან ”ბერნაბეუზე” ფრე არ არის ცუდი შედეგი.

გინდათ ნახევარფინალში გოლის გატანა?

ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანია, რომ გოლის გატანა მოვახერხო. მე საგოლე გადაცემების გაკეთება მიზიდავს. მე ბედნიერი ვარ, როცა ისეთ გადაცემას ვაკეთებ, რომელიც ძალზედ სახიფათო მომენტებს ქმნის მეტოქის კართან. dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2013
  • 1418
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)