კლოპი ნახევარფინალზე.

იურგენ კლოპმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.


იცით თუ არა, როგორ უნდა დაამარცხოთ ”მადრიდის რეალი”?

ცუდი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ეხლა მე მხოლოდ და მხოლოდ შიდა ჩემპიონატის მორიგი თამაში მანაღვლებს. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ მიფიქრია ”მადრიდის რეალზე”, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ორ განცხადებას გავაკეთებ. ფაქტია, რომ სწორედ ამ გუნდმა ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე და იგივე გუნდი თამაშობს ნახევარფინალშიც ჩვენს წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მათ მარსელო და რამოდენიმე ფეხბურთელი აკლდათ ტრავმის გამო, მაგრამ ეს არ აკნინებს ჩვენს გარჯას. ჩვენ სიამოვნებით და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, უდიდესი მონდომებითა და გამოწვევებით მხოლოდ თუნდაც იმის გამო, რომ ნახევარფინალში ვართ, რაც ჩვენთვის ფრიად განსაკუთრებული რამეა.

ეხლა უფრო ნეტვიულობთ, თუ მაშინ უფრო ნერვიულობდით, როცა ფეხბურთელი იყავით?

ფეხბურთელობისას მე ბევრ რამეზე არც ვნერვიულობდი. არ მიყვარს უსამართლობა. ასე იყო მაშინაც და ეხლა არის ეხლაც. არ მიყვარს, როცა მწვრთნელს არ აქვს არანაირი იდეა ფეხბურთთან დაკავშირებით. როგორც ”დორტმუნდის ბორუსიას” მწვრთნელს მე ბევრი განსხვავებული იდეა მაქვს, აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მყავს.

მოგწონთ , როცა ყველა თქვენზე ლაპარაკობს?

არ მიყვარს პოპულარობა. მე ჩემს საქმეს სიამოვნებისთვის ვაკეთებ. არ ვკითხულობ გაზეთებს. მიუხედავად ამისა, ვიცი რასაც ამბობენ. ვიცი, რომ ჩემს თმასთან დაკავშირებით ბევრს წერებ, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არაა და არც მაინტერესებს.

რაში მდგომარეობს თქვენი საფეხბურთო ფილოსოფია?

ჩემს ფილოსოფიაში მე მიყვარს მონდომება და დისციპლინა. დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანია, ამ ორი რამის გარეშე არ შეგიძლია კარგი ფეხბურთის თამაში. მე ამას ვეუბნები ჩემს ყველა ფეხბურთელს და ნებისმიერ თამაშში ბოლომდე ვხარჯავ ემოციებს, თუნდაც ისე, როგორც წინა სამშაბათს. ესაა ის განცდა, რომელიც მოგდის ყოველგვარი ნარკოტიკული საშუალებების მიღების გარეშე , უბრალოდ ემოციების ხარჯზე. არასდროს მიცდია დამემალა ჩემი ემოციები და ასე ვაგრძელებ, როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ევროსარბიელზე.

ამბობენ, რომ ”მადრიდის რეალში” გადადიხართ მომდევნო სეზონიდან. რას ეტყოდით მოურინიოს?

მაშინ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ჟოზეს რას უშვებით მომდევნო წელს? მე ვაპირებ მომდევნო წელს ”დორტმუნდის ბორუსიას” მწვრთნელი ვიყო და ასე იქნება მანამ, სანამ აქედან არ გამაგდებენ. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როცა ”მადრიდის რეალში” ჩემს სახელს იხსენიებენ, როგორც მოუს შემცვლელს, ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მომდევნო წელს მე ”ბორუსიას” გაწვრთნას ვაპირებ. dle 10.1

  • shvela
  • 24 აპრილი 2013
  • 1448
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)