მოურინიო მატჩის წინ

„ბორუსიასთან“ მატჩის წინ, მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.


გიოტცე: ”მე ვიცი და გავიგე ამბები მარიო გიოტცეზე, ეს საკმაოდ ცუდი ამბავია ”დორტმუნდის” გულშემატკივრებისთვის. არანაირი წარმოდგენა არ მაქვს , რამდენად ცუდად ან კარგად იმოქმედებს ეს მათ მონდომებაზე და კონცენტრაციაზე.”

დიეგო ლოპესი თუ კასილასი: ”მინდა უკვე დაგისახელოთ ის თერთმეტი ფეხბურთელი, ვინც ხვალ დაიწყებს სასტარტოდან თამაშს, ესენი იქნებიან: დიეგო ლოპესი, სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ, ხაბი ალონსო, ხედირა, იოზილი, კრიშტიანო, იგუაინი და იმედი მაქვს დი მარია, რომელსაც ძალიან ბედნიერი დღე ქონდა, ვინაიდან მას შვილი შეეძინა. კასილასთან მე პროფესიონალური ურთიერთობა მაკავშირებს.”

”მანჩესტერ იუნაიტედი”: ”სერ ალექსმა ის გააკეთა, რასაც წლების მანძილზე აკეთებდა: მოიგო ტიტული. მინდა მივულოცო, მაგრამ ეს ჩემთვის და არც მსოფლიოსთვის სურპრიზი არ ყოფილა, რომ სერ ალექსმა ტიტული ხელახლა მოიგო.”

”ბაიერნი” და ”ბარსელონა”: ”ყველაფერს დღეს ვნახავთ რაც მოხდება, არცერთის მხარეს არ ვარ და არ მყავს სასურველი კანდიდატი, რომლის მოგებასაც ან წაგებასაც ვინატრებდი. იმედი მაქვს, რომ კარგი და დიდებული თამაში იქნება, როგორც ეს ორ დიდებულ კლუბს ეკადრება.”

”დორტმუნდის ბორუსიას” წინააღმდეგ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა: ”ოთხი გოლი, რომელიც ჩვენ გავუშვით შეცდომის ბრალი იყო. ყველა გოლისგან შეგვეძლო თავის დაცვა. საბედნიეროდ დაცვის ხაზი ეხლა უფრო სოლიდურად და მოტივირებულად გამოიყურება, ჩვენ გავძლიერდით და თუ გოლის გატანასაც მოვახერხებს , ეს შესანიშნავი იქნება.”

მეტოქის მოლოდინი: ”ჩემი აზრით კლოპი დიდი მწვრთნელია და ამავდროულად ჩვენ ცოტათი ერთმანეთს ვიცნობთ კიდევაც, ის საკმაოდ გენიოსურად და გულმართლად გამოიყურება. მე ველი მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ”დორტმუნდის ბორუსია” შეუტევს, შეუტევს მოსაგებად, ვინაიდან ეს მათი ფილოსოფიაა.”

ფინალში გასვლა: ”მე ყოველთვის ამბიციური ვარ. არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, ყოველთვის მაქსიმუმი მინდა , არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშები, იქნება ეს ”მანჩესტერ იუნაიტედი”, თუ ”გალათასარაი”.”

მოლოდინი: ”მე მინდა თქვენთან გულახდილი ვიყო ჩემს პასუხებში, მაგრამ ”დორტმუნდის ბორუსიას” გაშიფვრა ადვილია , მას საკმაოდ გამოხატული იდენტურობა გააჩნია და უკვე მზად მაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა შევუტიო მას, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ გეტყვით. გუნდ უკვე ვესაუბრე, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ხვალ და გავანდე მათ ჩემი გეგმები. ეს გეგმები კი საიდუმლოა და მისი გაგება თქვენ არ ძალგიძთ.”

რაშია წარმატების საიდუმლო: ”როცა მე ”მადრიდის რეალში” მოვედი, მას ცხრა ჩემპიონთა ლიგის თასი ქონდა, ასევე ქონდა მდიდარი ისტორია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის რეიტინგში მეათე, თუ მეთორმეტე ადგილზე იმყოფებოდა. ეხლა ის მესამე ადგილზეა , ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ დიდი პროგრესი განმვიცადეთ, ისევე როგორც ეკონომიკის მხრივ, სადაც დიდი წვლილი ჩემპიონთა ლიგიდან მიღებულ თანხებს უჭირავს, მაგრამ ამ კლუბისთვის მეორე ადგილზე გასვლა არ არის საკმარისი, ისევე როგორც მხოლოდ და მხოლოდ ნახევარფინალში გასვლა არაა საკმარისი, ამიტომაც მაქსიმალურს გავიღებთ ფინალში გასასვლელად და ბოლოს და ბოლოს მის მოსაგებად.”

თავდაჯერებულობის მიზეზი: ”მე მჯერა თითოეული ჩემი ფეხბურთელის ინდივიდუალური ნიჭის, ისინი ძალიან კარგები არიან , ისევე როგორც მჯერა მათი გუნდურობის. გუნდს სურს ეს და რაც მთავარია, ის იმსახურებს მას. დროა ფეხბურთში სამართლიანობა ამ ბიჭების მხარეს დადგეს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა, როგორც გუნდს ჯერ არ მოუგიათ. ორჯერ დაეცნენ ნახევარფინალში , ერთხელ, რომელიც კარგად დავიწყებული ძველია (”ბარსელონასთან” ”შეუდარებელი” მსაჯობის გამო ორი წლის წინ) და წინა წელს კიდე თერთმეტმეტრიანებით ”ბაიერნთან”, რაც დამერწმუნეთ, რომ საკმაოდ ძნელია. მოდი ვნახოთ, იქნება თუ არა ფეხბურთი უფრო სამართლიანი ამჯერად ჩემი ფეხბურთელებისთვის.”

პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ, სასტარტო თერთმეტეული დაასახელა:
მოუმ სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტის კითხვას ითამაშებდა თუ არა იკერ კასილასი დიეგო ლოპესის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულის ჩამოთვლით უპასუხა:

მეკარე: დიეგო ლოპესი

მცველები (მარჯვნიდან მარცხნივ): რამოსი, პეპე, ვარანე, კოენტრაუ

ნახევარმცველები: ხაბი ალონსო, ხედირა

ფლანგებზე: დი მარია და იოზილი

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ და იგუაინი dle 10.1

  • Shvela
  • 24 აპრილი 2013
  • 2290
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)