ხუანდე რამოსი : „კასილასმა ხმა უნდა ამოიღოს“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელის, ხუანდე რამოსის განცხადებით ის, რაც ამჟამად მადრიდის „რეალში“ ხდება სრული კატასტროფაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გუნდი არის თუ არა ჩემპიონთა ლიგის 1/ 2 ფინალსა და სამეფო თასის ფინალში...


„დედაქალაქელებმა უნდა შეიგნონ, რომ „ბლანკოსში“ საოცრება ხდება. გუნდის სახე, ლეგენდა, უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, სულის ჩამდგმელი და ლიდერი სათადარიგოთა სკამზე ზის და ამაზე რეაქცია არავის აქვს. გასაგებია, რომ დიეგო ლოპესი მართლაც მაღალი დონის გოლკიპერია და მე მას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა რაც ამჟამად მადრიდში ხდება სრული მარაზმია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სრულ იგნორირებას უკეთებს ფეხბურთელს, რომელიც გუნდის საპატიო კაპიტანი გახლავთ.“

„მერწმუნეთ მადრიდულ ინჩადას არაფერში სჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება, კოპა დელ რეის თასის ფინალი და კრიშტიანო რონალდოს წარმატებული თამაში, თუ იკერ კასილასი სრულ იგნორს განიცდის, მან აუცილებლად უნდა აიმაღლოს ხმა. ჟოზე მოურინიოს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ, იგი მართლაც საუკეთესო ტაქტიკოსი და მოტივატორია, მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს მის ქმედებას ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯთან დაკავშირებით.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1420
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)