ელბერი : „რეალი ბაიერნისთვის არასდროს ყოფილა პრობლემა“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჯოვანი ელბერმა განაცხადა, რომ თუკი მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ, შანსები 60%-40%-ზე მიუნხენური გიგანტის სასარგებლოდ იქნება, რადგან გერმანელებისთვის არასდროს ყოფილა „ბლანკოსი“ უხერხული მეტოქე...


„რეალთან არაერთხელ მითამაშია, ეს გუნდი ყოველთვის ვარსკვლავებით გაჭედილი იყო, მაგრამ რეკორმაისტერი ყოველთვის ახერხებდა მათთან დადებითი ბალანსის შენარჩუნება, შემადგენლობის მხრივ „ბლანკოსს“ შედარებით უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ საერთო ჯამში გერმანული გუნდი ერთსულოვნებით იმარჯვებს, მითუმეტეს „წითლები“ ამ ეტაპზე იმდენად ძლიერები არიან, როგორც 21-ე საუკუნეში არასდროს.“

„ჟოზე მოურინიო უდიდესი ტაქტიკოსია და მან იცის თუ როგორ დაამარცხოს ნებისმიერ მეტოქე, თუმდაც გავიხსენოთ შარშანდელი ½ ფინალი, სადაც ფინალში მაინც მიუნხენური გუნდი გავიდა, თანაც მეორე მატჩში „ბლანკოსი“ გაცილებით უფრო ახლოს იყო წარმატებასთან.“

„ვთვლი, რომ გერმანელებს არაფრის შეეშინდებათ და მათ თუ ბარსელონა გამოთიშეს ტურნირს, არც სამეფო კლუბის დამარცხება გაუჭირდებათ, რადგან ამ გუნდთან თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 აპრილი 2013
  • 1330
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)