დრაქსლერი: ””მადრიდის რეალში” თამაში ოცნებაა”

MARCA.COM-ი დრაქსლერს გაესაუბრა.


დრაქსლერის თვალები სიხარულისგან ინთება, როცა ესპანეთის ჩემპიონატზე ეკითხევიან: ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეპსანეთში თამაში მომწონს. ”მადრიდის რეალის” მხრიდან ჩემით დაინტერესება კი სიამაყის საფუძველს მაძლევს. ჩემთვის იქ თამაში ოცნებაა”-განაცხადა დრაქსლერმა MARCA.COM-თან ინტერვიუში, როცა მას ჟოზე მოურინიოს გუნდის მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ კითხეს.

დრაქსლერი (20/09/1993) ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. ”წელს მე კარგად გამოვიყურები, ბუნდესლიგაში რვა გოლის გატანა შევძელი და გახარებული ვარ”

მისთვის ”შალკე-04”-ის ღირსების დაცვა ბედნიერებაა, ვინაიდან ”ბავშვობიდან ამ გუნდში ვიზრდები და ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით სწორედ ”შალკე 04” გულშემატკივრობს.” ის ბედნიერია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, მაგრამ მის მომავალათან დაკავშირებითაც გამოკვეთილი პოზიცია აქვს: ”ყოველთვის ვამბობდი, რომ ესპანეთში მინდოდა თამაში. ყოველ კვირას ვცდილობ ”მადრიდის რეალისა” და ”ბარსელონას” თამაშებს ვუყურო. კლასიკოს კი არასდროს არ ვტოვებ.”

როცა კითხეს, ითამაშებდა თუ არა ”მადრიდის რეალში”, დრაქსლერმა განაცხადა:

” ”მადრიდის რეალი” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და მე ვამაყობ, რომ მათ ჩემი თამაშის სტილი მოსწონთ. ოცნებაა ”მადრიდის რეალში” თამაში.”

მიუხედავად მცირე ასაკისა, დრაქსლერი რეგულარულად გამოდის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში. ”მე იოზილთან ერთად ვთამაშობ ნაკრებში. ის დიდებული ფეხბურთელია და თავს ძალზედ კომფორტულად ვგრძნობ მის გვერდით. მას ხშირად ველაპარაკები, ძალიან მაინტერესებს მისი ცხოვრება მადრიდში, როცა ვეკითხები, ყოველთვის მპასუხობს, რომ მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს.”

”მე ამჟამად ”შალკე-04”-ში ვთამაშობ და ამ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს.” dle 10.1

  • shvela
  • 17 აპრილი 2013
  • 1540
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)