უფრო შორს, ვიდრე ოდესმე

ხანდახან სურათუ უფრო ბევრს გვეუბნება, ვიდრე ათასი სიტყვა. სურათში ნაჩვენებია, როგორ ესაუბრება მოურინიო ფეხბურთელებს. იკერი კი ”გარიყულია” მისი სახის გამომეტყველებიდანაც ჩანს მწვრთნელისა და კაპიტნის ურთიერთობა. იკერი უფრო შორს არის მწვრთნელისგან, ვიდრე ოდესმე ყოფილა და პირიქით მწვრთნელი ისე შორს არის მისგან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.


ყველა ელოდა, რომ იკერი სან მამესზე დაუბრუნდებოდა ძირითადს, რადგან მოუმ მატჩის შემდეგ განაცხადა: ”იკერი არ ვარჯიშობს კარგად, ის ძალიან კარგად ვარჯიშობს.” ატლეტიკთან მატჩში კი წმინდანი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ისეთი პირი უჩანს სეზონის ბოლომდე მას შანსს არავინ მისცემს.

მოურინიოს პირველმა ცდამ დაესვა იკერი სათადარიგოთა სკამზე არ გაამართლა, რადან ადანმა ვერ გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. დიეგო ლოპესი კი კარგად გამოიყურება და დღითი-დღე ამტკიცებს, მოურინიომ სწორი არჩევანი გააკეთა მისი გადმოყვანისას. კლუბში ყველამ იცის, რომ სანამ მოურინიო რეალის მწვრთნელი იქნება ეს საკითხი არც კი განიხილება, კასილასი ძირითადში მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ მოხვდება. იკერს თავისი კლასის დამტკიცება (ჰეჰ... სასაცილოა როდესაც იკერ კასილას ვინმესთვის თავისი კლასის დამტკიცება სჭირდება ავტ.) ივნისში მოუწევს, როდესაც ესპანეთის ნაკრების მაისურს მოიცავს, დიახ მეგობრებო, იკერი ლა როხაში ხელშეუხებელია.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com

აქვე მინდა ჩემი შეხედულება მოგახსენოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. უკვე მესამეჯერ მრცხვენია, რომ მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ, პირველად ეს გრძნობა მაშინ განვიცადე, როდესაც გუნდიდან იერო ”მიაბრძანეს”, მეორე შემთხვევა უფრო შემზარავი იყო, როდესაც გუნდიდან რაული და გუტი გაუშვეს, მესამეჯერ კი ახლა, როდესაც კასილასს ასე უღირსად ექცევიან. არ მაინტერესებს მე არც მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, არც მის მიერ მოპოვებული ტიტულები და არც ფსიქოლოგობა, თუ მან იმ ღირებულებების პატივისცემა არ იცის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მკვიდრდებოდა კლუბში. კონსერვატორი არ ვარ და თავად კონსერვატიზმის ფუძემდებელმა ედმუნდ ბერკმა თქვა: ”შეცვალე რათა შეინარჩუნო” და ადრე თუ გვიან ყველა ტრადიცია უნდა დაირღვეს და შეიცვალოს, მაგრამ არის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც არის აშენებული ნებისმიერი ჯგუფი, მათ შორის საფეხბურთო კლუბი და საინჟინრო განათლება კიდევ იმას არ სჭირდება, რომ ფუნდამენტს თუ მოანგრევ მთელი შენობაც ჩამოინგრევა. ასე რომ მოურინიოს ცვლილებები (რაულის და გუტის გაშვება, კასილასის არაფრად ჩაგდება) შენარჩუნებისაკენ კი არ არის მიმართული, არამედ ნგრევისკენ და განადგურებისკენ. როდესაც ფეხბურთელი კარიერის პიკში არის და მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, თან არა მარტო რეალის, არამედ მთელი ესპანეთისათვის სამაგალითო პიროვნებაა მისი ნაგავსაყრელზე მოსროლა არ არის და ამის ხარჯზე ტიტულის მოგება, ჩემთვის მიუღებელია. ვინც ამ შემთხვევაში მოურინიოს გაამართლებს ის არც რეალის გულშემატკივარია და არც ფეხბურთის! dle 10.1

  • SunSay
  • 16 აპრილი 2013
  • 5237
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)