”მოუს გუნდმა” ”დელ ბოსკეს გუნდს” აჯობა

303 გატანილი გოლი და 107 შეხვედრაში მიღწეული შედეგი.


გუშინ ”სან მამესზე” გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლი სარეკორდო გამოდგა. ”მადრიდის რეალმა” ჟოზე მოურინიოს თავკაცობით 303-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება ლა ლიგაში და ეს ორი სეზონისა და შვიდი თვის მანძილზე. ”მადრიდის რეალს” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით დაჭირდა 107 ლა ლიგის თამაში იმისთვის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდების მიერ დამყარებული 301 გოლიანი რეკორდი გაეუმჯობესებინათ, მაგრამ აღსანიშნავია ერთი სხვაობაც. კერძოდ ის, რომ მაშინ ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებმა ეს 153 შეხვედრაში მოახერხეს, ხოლო მოურინიოს ბიჭებმა კი ეს 107 თამაშში გააკეთეს.

საშუალოდ ”მადრიდის რეალს” მოურინიოს ხელმძღვანელობით 2,83 გოლი გააქვს თამაშში. წინა სეზონში პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ”მადრიდის რეალმა” სარეკორდო 121 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. არსებობს ორი მწვრთნელი, რომლების დამოზღვრილ ”თეთრებსაც” უფრო მეტი გოლი აქვთ გატანილი, ესენი არიან მიგელ მუნიოსი (804) და ლეო ბენჰაკერი (304).

მიუხედავად გატანილი გოლების ჩამორჩენისა, ტიტულების მხრივ დელ ბოსკეს გუნდი მაინც აღემატება ჟოზე მოურინიოს გუნდს. მათ მოიგეს ორი ლა ლიგა (2000-2001 და 2002-2003 წლებში), ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (1999-2000 და 2000-2001 წლები), საკონტინენტთაშორისო თასი, ერთი ევროპის სუპერ თასი და ერთი ესპანეთის სუპერ თასი.

პორტუგალიელი სპეციალისტის ანგარიშზე კი ჯერ მხოლოდ ერთი ლა ლიგის (2011-2012), ერთი ესპანეთის თასი (2010-2011) და ერთი ესპანეთის სუპერ თასი არის. წელს პორტუგალიელს აქვს შანსი მოიგოს თასი ხელმეორედ , ხოლო ჩემპიონთა ლიგა კი პირველად ”თეთრების” თავკაცის რანგში. dle 10.1

  • shvela
  • 15 აპრილი 2013
  • 3301
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)