აგუეროსთვის „რეალთან“ ერთად ბარსელონაც იბრძოლებს?

ვრცელდება ინფორმაცია რომ კუნ აგუეროს ტრანსფერისთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალს“ კატალონიის „ბარსელონა“ გაუწევს კონკურენციას...


თითქმის გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი ფორვარდი მანჩესტერ სიტის დატოვებს, მისი განცხადებით, თუკი იგი კლუბს გამოიცვლის, აუცილებლად იასპარეზებს სხვა ჩემპიონატში, რადგან არ სურს პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში გადასვლა, ამას კი იმით ასაბუთებს, რომ „ლურჯების“ მიმართ დიდი სიმპატიები აქვს და არ სურს ჩემპიონატზე მათ წინააღმდეგ ასპარეზობა, მითუმეტეს მშობლიურ მოედანზე.

სამეფო კლუბი ფორვარდის ძიებაშია და მისი ნომერ პირველი კანდიდატი სწორედ კუნი გახლავთ, მაგრამ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფორვარდის დამატება ბარსელონელებსაც სურთ, რადგან დავიდ ვილა აღარ არის ისეთ ფორმაში, როგორც უწინ იყო, პედრო როდრიგესის იმედზე ყოფნა მთელი სეზონის განმავლობაში არამართლზომიერი იქნება, ალექსის სანჩესი კი ნახევარ სეზონს ატარებს სტაბილურად, აქედან გამომდინარე კატალონიელთა აზრით ერთი უმაღლესი დონის ფორვარდის დამატება წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ამას ემატება ის გარემოება, რომ სერხიო და ლიონელ მესი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და არგენტინული წინა ხაზის ესპანეთში გადატანა არც ისე ურიგო იქნებოდა.

კუნის ფასი 35-იდან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს, ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სანდრო როსელის წინააღმდეგობა დაძლიოს და აგუერო სწორედ „ბლანკოსის“ შეგირდი გახადოს. dle 10.1

  • Hala
  • 26 მარტი 2013
  • 1765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)