მაიკლ ოუვენი კარიერას ასრულებს

ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა კარიერის დასრულება ამ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. მოგეხსენებათ მაიკლი მადრიდის რეალის ღირსებასაც იცავდა 2004-2005 წლებში. ბრიტანელმა 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლის გატანა მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს მადრიდის რეალის შეტევის ხაზში რაული და რონალდო ირჯებოდნენ, შესაბამისად ოუვენს თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლეოდა.


მიუხედავად ყველაფრისა მის მადრიდულ კარიერას წარუმატებელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, იგი ყოველთვის დარჩება ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად, რომელიც ხმაურით შემოიჭრა ახალგაზრდულ ასაკში დიდ საფეხბურთო არენაზე. საოცარი დრიბლინგისა და სისწრაფის ხარჯზე მაიკლი მცველებს მოსვენებას არ აძლევდა და ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სამწუხაროდ ინგლისელი იმ ფეხბურთელთა რიგებში მოხვდა, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ თავიანთი ტალანტის ბოლომდე გამოყენება ვერ მოახერხეს. ყველა თავისი მიზეზი აქვს ოუვენი ტრავმებმა გააწამეს, გადამწყვეტი დაზიანება მან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო და მყესები გაიწყვიტა, მას შემდეგ მართალია ის მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებასაც იცავდა და რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა წითლების შემადგენლობაში, მაგრამ ისეთ დონეზე აღარ უთამაშია, როგორც ტრავმამდე.

ეს არის ძალიან მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები ბრწყინვალე ინგლისელი ფორვარდისა, რომელიც წლების განმავლობაში ფეხბურთს ხალისს და სანახაობას სძენდა. აქვე მინდა შემოგთავაზოთ ოუვენის გოლი ბარსელონას კარში, რომელიც მან ბექჰემის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გაიტანა.

dle 10.1

  • SunSay
  • 19 მარტი 2013
  • 2314
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)