ჩერიშევი:" "კასტილიასათვის" ყველა მატჩი ფინალია"

"კასტილიელებმა" დენის ჩერიშევმა და პედრო მოსკერამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს.


დენის ჩერიშევი

" "სეგუნდაში" არ გვყავს ადვილი მეტოქეები. თითოეულ გუნდს შეუძლია შეგიქმნას პრობლემები. ახლა ჩვენთვის ყველა დარჩენილი შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ეს იქნება მანამ, სანამ არ დავტოვებთ გასავარდნ ზონას. ამიტომ ყველა მატჩში ჩვენ 100% მიმართულნი ვართ 3 ქულის მოპოვებისაკენ."

" შეხვედრების ორშაბათს ჩატარება არ არის კარგი იდეა, რადგან მოუთმენლად ველოდებით თამაშს. თუმცა პირველ წრეში "ერკულესის" წინააღმდეგ ორშაბათს ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. იმედია ამ შეხვედრასაც გამარჯვებით დავასრულებთ."

პედრო მოსკერა

"ბოლო ტურში "პონფერადინასთან" მატჩში სამწუხაროდ დავმარცხდით და შემიძლია გითხრათ, რომ თამაშზე ჩვენმა განწყობამ იმოქმედა. შეგვიძლია წარუმატებლობის გამო დავიჩივლოთ, რადგან ბევრ მომენტში არ გავიმართლა. პირველ წრეში "ერკულესი" 2:4 დავამარცხეთ, ეს იყო ჩვენს მიერ ჩატარებული მატჩებიდან ერთ-ერთი საუკეთესო. ვიმედოვნებ დღესაც შევძლებთ გამარჯვებას."

" "კასტილია" ცხრილში "ერკულესზე" მაღლა იმყოფება, მაგრამ ამ გუნდს ნებისმიერი მეტოქის დატოვება შეუძლია გასავარდნ ზონაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად. შემდეგი მატჩი წარმოუდგენლად რთული იქნება, რადგან ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)