"მილანი" 1-1 მადრიდის "რეალი" [ტექსტური მიმოხილვა]

დღეს "სან სიროზე" მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მატჩი ფრედ დასრულდა, ანგარიშით 1-1. გოლების გატანა შეძლეს კარიმ ბენზემამ და რონალდინიომ. გთავაზობთ ტექსტურ მიმოხილვას და ვეცდებით ამ სტატიაში ავსახოთ მთელი თამაშის მიმდინარეობა...


მატჩის პირველი ნახევარი ძალიან ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან ფრთხილობდნენ და ნაკლებად იქმნებოდა სახიფათო მომენტები, თუმცა ,,ბლანკოსის" ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ უფრო მონდომებულები იყვნენ და პირველი მწვავე დარტყმაც მათ განახორციელეს მეტოქის კარში, თუმცა "როსონერის" ფეხბურთელები გადარჩნენ გაშვებულ გოლს.

15-20 წუთის გასვლის შემდეგ მადრიდელები უფრო გააქტიურდნენ და უტევდნენ იტალიელთა კარს, რამდენიმე სახიფათო დარტყმა განახორციელა კაკამ, ასევე ძალიან აქტიურობდა ფრანგი ახალგაზრდა ბენზემა, ასევე შეიძლება გამოვარჩიოთ მარსელოს შეტევითი პოტენციალი, ეს ფეხბურთელი ამტკიცებს იმას, რომ არის ნახევარმცველი და არა მცველი.შედარებით ინერტული იყო გონსალო იგუაინი, რომელიც შეცვლილი იქნა რაულის მიერ.

პირველი ტაიმის 28-ე წუთზე კაკამ ძალიან ძლიერად დაარტყა დიდას კარის მიმართულებით, ბრაზილიელმა მეკარემ გაჭირვებით წინ დაიგდო ბურთი და იქვე იყო ბენზემა, რომელმაც ისე გაიტანა გოლი, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერება. მადრიდელები გატანილი გოლის შემდეგ უფრო მოეშვნენ და ინიციატივაც მილანმა იგდო ხელთ, ბენზემას გოლის შემდეგ რეალი მხოლოდ 6 წუთი იყო წინ, "როსონერის" ფეხბურთელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, შევიდნენ საჯარიმო მოედანში, აპირებდნენ ჩაწოდებას თუმცა პორტუგალიელ პეპეს ხელზე მოხვდა ბურთი და დაინიშნა პენალი, რომელიც ბრაზილიელმა რონალდინიომ შესანიშნავად გამოიყენა და კასილასს შანსი არ დაუტოვა 1-1. ამის შემდეგ პატომ შეძლო გოლის გატანა მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი ავტომატურად გაუქმდა.

მატჩის პირველი ნახევარი, 1:1-ის შემდეგ წყნარ ტემპში გაგრძელდა და დასრულდა.

მეორე ტაიმში სიტუაცია გაცილებით არეული იყო, თითქოს იტალიელები უფრო გააქტიურდნენ და რეალში ქაოსი იყო შექმნილი, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ერთი და არც მეორე გუნდის ფეხბურთელები არ "იკლავდნენ" თავს, მაგრამ მომენტები მაინც იქმნებოდა ორივე გუნდის კართან. მეორე ნახევარში მანუელ პელეგრინიმ შეტევითი პოტენციალის გაძლიერება სცადა და მოედანზე ჯერ რაული ხოლო შემდეგ რუუდ ვან ნისტელროი გამოუშვა მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი, ასევე შეტევის გაძლიერების მცდელობა ჰქონდა მილანელთა მწვრთნელ ლეონარდოს, მან მოედანზე ინძაგი შეუშვა მაგრამ საბოლოო ჯამში ვერც ამით მოხერხდა რამე. მსაჯის სასტვენის შემდეგ ტაბლოზე 1-1 დაფიქსირდა და გუნდებმა თითო-თითო ქულის მოპოვება შეძლეს. dle 10.1

  • Hala
  • 4 ნოემბერი 2009
  • 1585
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)