კარანკას კომენტარი

აიტორ კარანკამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა


რას ფიქრობთ „რეალში“ მოურინიოს მომავალზე?

„ვარჯიშებზე მას მხოლოდ მომდევნო მატჩისთვის მზადება აინტერესებს. მას თავის სამომავლო გეგმებზე ჩემთან არ უსაუბრია. ვფიქრობ მისი ფიქრები ახლა მხოლოდ თეთრების მომდევნო მატჩზეა მიმართული“.

ლა ლიგა?


„ლა ლიგაში გამარჯვება თითქმის შეუძებელია, მაგრამ ახლა ცხადია მეორე ადგილისთვის ვიბრძვით. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვაგროვოთ“.

რა შეგიძლიათ თქვათ შემადგენლობაში ცვლილებებზე?

„რა შემადგენლობითაც არ უნდა იყოს „რეალი“, ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის. გადავწყვიტეთ დაგვესვენებინა სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი და ფაბიო კოენტრაუ. მათ ძალიან ბევრი ითამაშეს და გადაიღალნენ.“

მატჩი „სელტას“ წინააღმდეგ.

„საკმაოდ რთული მატჩი გველის, მაგრამ გპირდებით ბრწყინვალე ფეხბურთს იხილავთ“

რას ფიქრობთ დიეგო ლოპესსა და იკერ კასილიასზე?

„ჩვენ არ გაგვკვირვებია დიეგოს კარგი თამაში. მასში დავინახეთ ის, რის გამოც გავუფორმეთ კონტრაქტი. ხოლო რაც შეეხება კონკურენციას კასილიასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ იკერი სასტარტოს მეკარე და გუნდის კაპიტანი იყო, მაგრამ ცხადია ითამაშებს უფრო ძლიერი.“

რა შეგიძლიათ თქვათ „ბარსელონაზე“?

„სეზონის დასაწყისში თამაში ცუდად დავიწყეთ, ახლა ყველაფერი შემოვაბრუნეთ. ყველაგუნდი ოცნებობს, რომ თეთრი ხაზი იყოს უფრო გრძელი ვიდრე შავი.“

როგორი ატმოსფეროა გუნდში?


„როდესაც გუნდი მარცხდება, ყველა ფიქრობს, რომ გუნდში უთანხმოებაა, ხოლო როცა გუნდი იგებს, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ მათ ვერ დავეთანხმები, გუნდში საოცარი მეგობრული და სამუშაო ატმოსფეროა.“

კრიტიკა?


„მთავარი მწვრთნელი და ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ყოველთვის უკეთესს შედეგს, კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევთ.“

რას იტყვით პეპეზე?

„ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ნელ-ნელა იღდგენს ფორმებს ტრავმის შემდეგ. მისი უნარი,ითამაშოს სხვადასხვა პოზიციაზე, ძალიან ადგება გუნდს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)