კლასიკოთი "დანაყრებული" ორი ბავშვი

კლასიკოთი "დანაყრებული" ორი ბავშვი - სწორედ ასე სათაურდება MARCA-ს წინა კვირის გამოცემა.


ბოლოს ცატარებულ ელ კლასიკოში მონაწილეობა მიიღო ორმა ახალგაზრდა ეხბურთელმა. რაფაელ ვარანმა უკვე 19 წლის ასაკში შეძლო და დაამტკიცა, რომ მას შესწევს ძალა გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ფრანდი ფეხბურთელი დიდებულ ფორმაში იმყოფება და მრავალი ექსპერტის ყურადღების ქვეშ მოექცა.

რაც შეეხება მეორე მოთამაშეს, ეს არის მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილი, ალვარო მორატა, რომელის დებიუტიც (ელ კლასიკოში) 20 წლის ასაკში შედგა. ახალგაზრდა ესპანელმა ფორვარდმა "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ფლანგიდან გარღვევა და გადაცემა ბენზემამ გოლად გარდაქმნა. ალვარომ პირველი ასისტი მიიწერა კლასიკოში. ასევე მორატას ორჯერ ჰქონდა მეტოქის კარის დალაშქვრის შანსი, თუმცა გამოუცდელობის ხარჯზე ამჯერად არ გაუმართლა. საერთო ჯამში ფეხბურთის მცოდნეებმა მისი თამაში დადებითად შეაფასეს და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მისცეს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მორატა და ვარანი ძალიან კარგი მეგობრები არიან. მათი მადრიდის "რეალში" გადმოსვლა თითქმის ერთდროულად მოხდა. მოგეხსენებათ ახალწევულები მალე მეგობრდებიან და სწორედ ასე მოხდა ესპანელსა და ფრანგ ფეხბურთელებს შორის. შესაძლოა ახალი ერა დაიწყო. ფაქტია, რომ "ბლანკოსს" ორი ამომავალი ვარსკვლავი ეზრდება. სწორედ ასე აფასებენ მარკას ჟურნალისტები რაფაელ ვარანსა და ალვარო მორატას.

ინფორმაციის წყარო: Marca.com
dle 10.1

  • Junior
  • 4 მარტი 2013
  • 1909
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)