"სხვა სხვის ომში ბრძენია"

გაიხსნეთ ასეთი სურათი. სკოლის ეზოში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობთ. შუაზე გაიყავით და ერთმანეთს უპირისპირდებით. შესაძლოა მატჩს მოშიებულ კუჭზე მყოფი მოსწავლეები მაზიანზე-ლობიანსა და გამაგრილებელ სასმელზე თამაშობთ, შესაძლოა უფრო სოლიდურ პრიზზეც გაქვთ პრეტენზია ან უბრალოდ არაფერზე, პრინციპზე და უძლიერესის გამოვლენაზე თამაშობთ...



აზარტი


"სხვა სხვის ომში ბრძენია"




გაიხსნეთ ასეთი სურათი. სკოლის ეზოში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობთ. შუაზე გაიყავით და ერთმანეთს უპირისპირდებით. შესაძლოა მატჩს მოშიებულ კუჭზე მყოფი მოსწავლეები მაზიანზე-ლობიანსა და გამაგრილებელ სასმელზე თამაშობთ, შესაძლოა უფრო სოლიდურ პრიზზეც გაქვთ პრეტენზია ან უბრალოდ არაფერზე, პრინციპზე და უძლიერესის გამოვლენაზე თამაშობთ. მატჩი დაიწყეთ და მცირე გაუგებრობის გამო ერთმანეთს ტონით მაღალ ხმაზე ესაუბრებით, მეტოქეს ან თუნდაც თანაგუნდელს ჩვეულებრივი სიტუაციისაგან განსხვავებით უსიამოვნო ეპითეტებითაც ამკობთ და გარკვეულ პრეტენზიებს უყენებთ. დიდი ამბავი თუ მეგობრები ან პარალელური კლასელები ხართ. უბრალოდ თამაშმა მოიტანა. მატჩს დაამთავრებთ, ამ ეპიზოდსაც დაივიწყებთ და ისევ ხელიხელ გადახვეულები განაგრძობთ ცხოვრებას.

თუ ფეხბურთის თამაში თქვენთვის უცხოა, მსგავსი სურათი სხვა თამაშს მიუსადაგეთ. მაგალითად ჯოკერი „პარა-პარაზე“, პინგ-პონგი, თუნდაც კომპიუტერული თამაშები ერთმანეთს წინააღმდეგ. აქამდე საკუთარ თავს თუ არ დაკვირვებიხართ ამიერიდან სცადეთ. ძალიან სახალისო იქნება იმის დანახვა თუ როგორ მიყვებით სავარძელში მჯდომი, ვირტუალურ მანქანას და აქეთ-იქით მოხვევისას თქვენც მასთან ერთად „უხვევთ.“

მოკლედ რომ ვთქვათ ამ ყველაფერს აზარტი ჰქვია.


თუ უკვე წარმოიდგინეთ ზემოთაღნიშნული სიტუაციები, საკუთარ თავს რაიმე სახის ცვლილება მაინც შეატყვეთ და ეთანხმებით იმ მოსაზრებას რომ ყველა ადამიანი გარკვეული დოზით აზარტულია (ეს გარკვეული დოზა კი თავად სიტუაციაზეა დამოკიდებული და არა ადამიანზე) მაშინ ნახეთ რამდენად წარმოუდგენლია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აკრიტიკო აზარტში შესული ადამიანები და მათი ქმედება, რომლებიც ფეხბურთს ერთ-ერთი ქალაქის რიგითი სკოლის ეზოში კი არ თამაშობენ, არამედ მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოდიან. კლუბის ისტორიას, ღირსებას, პრინციპებს წარმოადგენენ და ერთმანეთს ლობიანის გამო კი არა, გალაქტიკის პირველობისთვის ეჯიბრებიან
.
მაშინ როცა უპრინციპულეს მატჩში დამარცხებულ ფეხბურთელებს წყენა, დამცირება და სიბრაზე აწვიმთ, თქვენ მეგობრებთან ერთად სავარძელში კომფორტულად მოკალათებული ლუდს შეექცევით და: „ნახე ეს არაკაცი როგორ ყვირის“, „შეხედე ხელი კრა, ხტფუ მე ამის“, „არა ადამიანი გამარჯვება არ მოგვილოცა“... და ასე დაუსრულებლად, რაღა თქმა უნდა, ცენზურის დაცვის გარეშე.

თქვენ მზად ხართ უსაზღვროდ ილაპარაკოთ და აკრიტიკოთ ფეხბურთელები დამარცხების დროს ქცევის გამო, მაშინ როცა თავად საკუთარ თანამემამულეებთან დაუსრულებლად კამათობთ იმ დაპირისპირებული კლუბების პირველობაზე, რომელთა სტადიონზეც უმეტესობას ერთხელაც კი არ აქვს ფეხი დადგმული. საყვარელი კლუბის მწარე მარცხის დროს კი პირქუშად აფრთხილებთ ოპონენტი გუნდის გულშემატკივრებს, რომ ნერვები გაქვთ მოშლილი და ფრთხილად იყვნენ რამე არ დაგტყუონ.

საინტერესოა. დამეთანხმეთ, სასაცილოც... ვიღაც პეტრეს თურმე ნერვები ეშლება, და სტადიონზე სირცხვილნაჭამი, დამარცხებული ფეხბურთელი თურმე ღირსების და სრულყოფილების განსახიერება უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში აქამდე ასე ეგონათ „ბარსელონას“ გულშემატკივრებს. ახლა კი იგემეს რა, მარცხი თავიანთ სრულყოფილ ფეხბურთელებთან ერთად , ალბათ დროებით მოდუნდებიან და მოიგონებენ ახალ თეორიას იმის შესახებ თუ რა ვაჟკაცურად (ვალდესურად) უნდა ხვდებოდეს „უსამართლო“ მარცხს ფეხბურთელი, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსიდან, სამხრეთ პოლუსში მომხდარი უმცირესი კონტაქტი-არკონტაქტი გამადიდებელი ლუპით შენიშნა. დიახ! ვალდესის სიბრაზე იმან კი არ გამოიწვია რომ მისმა გუნდმა ბურთის ზედაპირის გაცვეთის გარდა ვერაფერი გააკეთა ბერნაბეუზე, არამედ იმან რომ მან 100%-ით დაინახა რა მოხდა. თურმე მსაჯმა ჩაისვარა და შეარცხვინა ისინი. საინტერესოა ამ შერცხვენაში რას გულისხმობდა ბატონი ვიქტორი. იმან ხომ არ მოუკლა გული, რომ ბარსელონას მაისურში მრავალმატჩჩატარებულმა არბიტრმა მოსისხლე მტრის მაისური მოირგო ერთხელ და ამით უღალატა? მაგრამ მე ვიტყოდი რომ ამ შემთხვევაშიც კი, მსაჯმა გადაარჩინა ბარსა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მატჩი რომ ფრედ დასრულებულიყო „ბარსელონას“ უღიმღამობა მაინც არსად დაიმალებოდა, ახლა კი, გიხაროდენ... „უეფალონიას“, „მსაჯელონას“ და მსგავსთთა ზედმეტსახელთა სტატუსი ცოტა ხნით მოხსნილია.

აქვე დავაფიქსირებ აზრს, რომ ვალდესის ქმედებას არანაირად არ განვსჯი. ყოველშემთხვევში „რეალის “ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა იციან რას ნიშნავს მარცხი ახლა კი დრო მოვიდა, მათაც იგრძნონ რომ ღვთიური არსებები და ანგელოზები კი არა, უბრალო მოკვდავები და ადამიანები არიან. გაიგონ, რომ თურმე ადამიანს ნერვები აქვს და ისინი შეიძლება მოეშალოს კიდეც. „ბარსელონას“ გულშემატკივრები კი სანამ პეპეს, რამოსს და სხვებს განსჯიან თავდაპირველად საკუთარ თავებსა და ფეხბურთელებზე დაფიქრდნენ.




სტერეოტიპები



"სხვა სხვის ომში ბრძენია"



„ბარსელონას“ მარცხთან და აზარტის უარყოფითი თვისების გამოვლენის გარდა, იმედი მაქვს რომ, ნელ-ნელა შეიცვლება ან უფრო უკეთესი, დაინგრევა ის სტერეოტიპი რომელიც მადრიდს და ბარსელონას ცუდებად და კარგებად ყოფდა.
ეს უსამართლო სტერეოტიპი იმდენად „შევიდა აზარტში“, რომ კატალონიური ტელევიზიის თავხედობა ზღვარს გასცდა და მათ ისტორიული კლუბის ფეხბურთელები აფთრებს შეადარეს, მესი კი პატარა, საყვარელ მსხვერპლად გამოიყვანეს. ის ხომ მთელი მსოფლიოსათვის თავმდაბალი, მოკრძალებული ბიჭია, რომელიც არაამქვეყნიურ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა ის #1-ია და ოქროს ბურთსაც უსათუოდ იმსახურებს. აბა პირველობას ტიტულებზე დახამებულ, ეგოისტ პიჟონს ხომ არ მიანიჭებენ, რომელსაც თანაგუნდელის გოლზე მეტად, საკუთარი ვარცხნილობა ადარდებს.

მაშინ როდესაც „ბარსელონას“ ფეხბურთელები ბურთის მოგორავე მოკრძალებულ ბიჭებად ითვლებიან, „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელები არაადამიანობაში არიან ბრალდებულნი აფთრები რომელთაც ისე სძულთ „ბარსა“, რომ მზად არიან მისი ფეხბურთელები მოედანზევე ამოხოცონ.

დიახ, რა თქმა უნდა, ასეა. ნახეთ რამხელა სიჯიუტე და თავხედობაა როდესაც დიდი უეფას წესებს გვერდს უვლი და 90 წუთის მანძილზე მშობლიური კლუბის მაისურის ქვეშ, მეტოქე ფეხბურთელის გამამხნევებელი მაისური გაცვია.






ოჰ კრიშტიანუ, რა არაადამიანობაა, როცა გულშემატკივარს ბურთს შემთხვევით ესვრი და მას ბოდიშის მოხდის მიზნით მხოლოდ საკუთარ მაისურს ჩუქნი და ეხუტები.





„ბარსელონას“ გულშემატკივრებს ნერვები მაშინ ახსენდებათ როცა სრულებით უწყინარ სიტუაციაში, მესი გულშემატკივარს ბურთს ესვრის. ანგარიშმიუცემლად იმისა თუ ვინ ზის იქ. ბავშვი, მოხუცი თუ ქალი. ყოჩაღ ლეო! ვაჟკაცური საქციელია. ბერნაბეუს თავხედ პუბლიკას მასე უნდა. ბოლო-ბოლო შენც ხომ გაქვს ნერვები.







ამავე კლუბის ამავე გულშემატკივარს, ნერვები მაშინ ავიწყდება როცა, მათი მწვრთნელიდან წამოსულ პროვოკაციას, დამარცხებული (რეალი იმ მომენტში უკვე აგებდა ბარსელონასთან) კრიშტიანუ შესაბამისად პასუხობს, ცდილობს რა ტემპის დაჩქარებას და უძლური სიტუაციიდან რაიმეს გამოსწორებას, ხელს კრავს გვარდიოლას. ღმერთო დიდებულო, რა უღირსი საქციელია მისგან და რა ღირსეული მწვრთნელისგან რომელიც იგებს.



და ბოლოს ვიდეო რომელიც ყველა კითხვას თუ არა კრიშტიანუს ადამიანობა-არაადამიანობას მაინც გასცემს პასუხს.
ერთი და იგივე მეტოქე. ერთი და იგივე ბავშვი. მესი- გამარჯვების გოლი, რონალდუ- დამარცხების გოლი (საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით რეალმა 3 ქულა დაკარგა). კარგ განწყობაზე მყოფი მესი, და ცუდ განწყობაზე მყოფი რონალდუ.






დიახ, რამოსი 5-0 დამარცხების შემდეგ უღირსად მოიქცა, (შემდეგ მოიბოდიშა), დიახ მესისთვის ფეხზე დაბიჯებით პეპე უღირსად მოიქცა (შემდეგ მოიბოდიშა), დიახ, არის მომენტები როცა მადრიდელები ზომაზე მეტს უხეშობენ (არა მხოლოდ ისინი), დიახ , არის მომენტები როცა რონალდუს თანაგუნდელისთვის პასის მიცემას შეტევის თავად დასრულება ურჩევნია (ეს მის ამბიციებზე და მუდამ საუკეთოობისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. ეგოიზმს რაც შეეხება: კაკამ პირველი გოლი „მადრიდის რეალში“ კრიშტიანუს მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მან იცის მეგობრის მხარდაჭერა.), დიახ, ჩვენ ადამიანების გულშემატკივრები ვართ.




„ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“- ტერენციო



ჩვენ ვიცით რას წარმოადგენენ „რეალის“ ფეხბურთელები და მათ თავიანთი ნაკლითაც და ღირსებითაც (სადაც ეს უკანასკნელი გაცილებით მეტია) ვგულშემატკივრობთ. ჩვენ ღმერთს მოედანზე კი არა, ცაში ვაღიარებთ. „ბარსელონას“ გულშემატკივრებს კი სრულყოფილების ფენომენის შექმნით, საკუთარი ფეხბურთელები ჰაერში აჰყავთ. გუშინ ისინი მწარედ დაენარცხნენ ძირს. მესიმ და კამპანიამ იგემეს რას ნიშნავს იყო დამარცხებული, და ამით განაწყენებული.


რონალდუ



"სხვა სხვის ომში ბრძენია"


ამბობენ მარცხი ადამიანს აძლიერებსო. ამ ორმატჩიანი დაპირისპირების შემხედვარე ყველაზე მეტად ის არის სასიხარულო, რომ მოწყენილმა რონალდუმ მოახერხა და ბურთის დაჯოლდოვებაზე უსამართლო მეორე ადგილის მიუხედავად, ისევ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ბრძოლა ბოლომდე გაეგრძელებინა. თუკი აქამდე მასში საოცარ ფეხბურთელს ვხედავდი, ახლა მასში საოცარ ადამიანსაც ვხედავ. ის 100%-ით პერფექციონისტია, მას არ აინტერესებს რომ ლა ლიგა უკვე დაკარგულია და საგანგაშო არაფერი იქნება იმაში, თუ სათადარიგო ფეხბურთელებით მოთამაშე რეალი ბარსასთან ფრეს ითამაშებს. ის მოედანზე გამოდის და მოსაწყენ, მონოტონურ თამაშს ნამდვილ ელფერს სძენს. პირველივე შეხება, პირველივე ჯარიმა და ყვითელი მეტოქისთვის-„რეალის“ ფეხბურთელები ხედავენ რომ ის მზად არის. მაშასადამე საჭიროა გამარჯვებაზე თამაში. და ასე დაუსრულებლად...

მთელი ცხოვრების მანძილზე გამარჯვებისკენ სწრაფვა და უსამართლო სტერეოტიპებისა თუ შედეგების მიუხედავად, ახალი და ახალი მცდელობა, ისევ და ისევ ფეხზე წამოდგომა და კრიტიკოსების დადუმება. დაფიქრდით, რა საოცარი სიძლიერეა.


რონალდუს ახლა როგორც არასდროს, შესწევს ძალა ხელი შეუშალოს ფიფას „ოქროს ადამიანის“ ცერემონიის ჩატარებაში და ფეხბურთს დაუბრუნოს „ოქროს ბურთის“ ცერემონია, სადაც გამარჯვებას მოკრძალებული, თავმდაბალი ბიჭები კი არა ჩატარებული სეზონის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელები მიიღებენ. მთელი თეთრი გულით წარმატებები ვუსურვოთ მას.
dle 10.1

  • .soney
  • 4 მარტი 2013
  • 8579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)