”მოურინიო არის ლიდერი და ის მხარს უჭერს ფეხბურთელებს”

”მოურინიო არის ლიდერი და ის მხარს უჭერს ფეხბურთელებს”

მადრიდის ”რეალის” ბასკი ნახევარმცველი ”ჩემპიონთა ლიგის” საფეხბურთო ჟურნალს რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა..


მადრიდის ”რეალის” ბასკი ნახევარმცველი ”ჩემპიონთა ლიგის” საფეხბურთო ჟურნალს რამდენიმე საინტერესო თემაზე ესაუბრა..

”სამეფო კლუბს” ნებისმიერ დროს შეუძლია ხიფათის შექმნა მეტოქის კართან. ფაქტობრივად, კრიშტიანუ რონალდუ არის საუკეთესო მოთამაშე, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მისნაირი ამბიციური ფეხბურთელი ბევრი არ არის. მისი ფიზიკური და ტექნიკური უნარი შთამბეჭდავია. იგი ძალიან სრულყოფილია, აქვს უძლიერესი დარტყმა, იცის, როგორ გაუმკლავდეს პირისპირ საკუთარ ოპონენტს. იცის, როგორ იპოვოს სივრცე შესაძლებლობების გამოსაყენებლად”.

ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს მოურინიოზე, რაზეც შემდეგი პასუხი გასცა: ”მე გაკვირვებული ვარ მისი საოცარი უნარით. რაღაც ძნელია წარმატებას ვერ მიაღწიო მაშინ, როდესაც მისი მხრიდან გაქვს უდიდესი მხარდაჭერა და იცი, რომ ის გენდობა და სჯერა შენი იდეების... ეს არის ლიდერობა. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში. პორტუგალიელ სპეციალისტს აქვს შთამბეჭდავი ტაქტიკური ვარიანტები, თუნდაც ერთ კონკრეტულ მატჩში. იგი თითოეული შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება”.

”ჩემი საქმის კეთებით დამოკიდებული ვარ გუნდის ინტერესებზე. გასაგებია ჩემი პოზიცია, ვარ ნახევარმცველი და ყოველთვის ვერ მივიღებ ისეთ სიამოვნებას, რომელსაც გოლის გატანა და შეტევაში ხშირად ჩართვა ჰქვია. რაც მთავარია, ხშირად მეძლევა საშუალება, მატჩი ჩავატარო 90 წუთის მანძილზე. ნახევარმცველი უნდა აკონტროლებდეს ცენტრს და ამას ნამდვილად ვაკეთებ”.

”აუცილებლად უნდა იცოდე, შეგიძლია თუ - არა მიმართო ტექნიკურ დონეს, რადგან ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა აღმოჩნდეს არასასურველი, რაც გამოიწვევს დისბალანსს. რაც მეტად გავაკონტროლებთ შეხვედრას, მით მეტი შანსი გვექნება”.

და ბოლოს, ჩაბიმ ისაუბრა ”მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ განმეორებით მატჩზე: ”ეს არის სუფთა საფეხბურთო მატჩი. კრიშტიანუ რონალდუ მათთვის განსაკუთრებული იქნება ისევე, როგორც ჩემთვის. ფაქტობრივად, ”ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ახლა ფიქრი არის წარმოუდგენელია. ეს იქნება ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული, თუ გავიმარჯვეთ, რა თქმა უნდა. თუ მოვიგებთ, ეს იქნება საოცარი დღე გუნდის ისტორიაში, რადგან ყველა ელის მეათე თასს, რაც ჩვენ განსაკუთრებულობას შეგვმატებს, მაგრამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტურნირის მოგების სურვილმა არ შეგვიპყროს. მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ არ არის ადვილი”. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)