კრისტიანო რონალდო თამაშგარეშია

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო ვერ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის მატჩში "მილანის" წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს გააკეთოს პროგნოზი.


"რთული მატჩი იქნება. იტალიელები როგორც ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. მათ მადრიდში მოგვიგეს. ახლა იტალიაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ძალიან გვჭირდება სამი ქულა. მხოლოდ ასეთ რეზულტატს ველი. კარგად უნდა ვითამაშოთ. თუ მოვიგებთ, მომდევნო ეტაპზე გავალთ. მართალია კარგია, როცა ჯგუფში პირველ ადგილზე გახვალ, მაგრამ არც მეორეა ცუდი. არ ვარ წინააღმდეგ პლეი–ოფში მეორე ადგილიდან გავიდეთ" – აცხადებს კრისტიანო.

პორტუგალიელი გაოცებულია "მილანის" შედეგებით წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე.

"იტალიელები რა თქმა უნდა კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, მაგრამ როცა ისინი მადრიდში ჩამოვიდნენ, გულშემატკივრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ დავამარცხებდით. ისეთი გუნდი, როგორიც "მილანია" გრანდებთან მუდამ ძლიერად გამოიყურება. მე ვუყურე მატჩს. პირველ ტაიმში იტალიელები არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმში კი ყველაფერი შეიცვალა. ისინი ბევრს უტევდნენ და გაიტანეს სამი გოლი. "რეალიც" აგებს ხოლმე, მაგრამ ეს წარსულია. მომავალს უნდა ვუყუროთ და წარსული დავივიწყოთ".

"რეალი" რონალდოსთან ერთად და "რეალი" რონალდოს გარეშე განსხვავებული გუნდებია. რატომ?

"არ ვიცი. მე მხოლოდ ჩემს პოზიციაზე ვთამაშობ. ჩვენ თერთმეტი ვართ და მე ერთ–ერთი იმათთაგანი. უბრალოდ გუნდში ახლა ასეთი პერიოდი დგას. არ არსებობს კლუბი, რომელსაც არ აქვს ჩავარდნები. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მუდამ ვერ გავიმარჯვებთ და შეიძლება ზოგჯერ წავაგოთ კიდეც. გუნდში მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და ახალი მწვრთნელი. რთულია ცოტა დროში დიდი გუნდის შექმნა" – განაცხადა რონალდომ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 3 ნოემბერი 2009
  • 1797
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)