კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ

კრიშტიანო რონალდუმ GQ España-ს ინტერვიუ მისცა.


კრიშტიანო რონალდუს მატადერო მადრიდში შევხვდი. მე , ის და ფოტოგრაფი ვიყავით. და ასევე მისი ასისტენტი და სამი სტილისტი.

სიმართლეა, თითქოს შენ რონალდო იმიტომ დაგარქვეს, რომ მამაშენი რონალდ რეიგანის გულშემატკივარი იყო?


დიახ და არა. დედაჩემი ნამდვილი ფანი იყო.

დედაშენი?

დიახ. მამაჩემი მუდამ ამბობს, რომ სახელის იდეა მას დაებადა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ დედაჩემია რეიგანის ფანი.

და ის პრეზიდენტის ფანი იყო, თუ მსახიობი რეიგანის?


პრეზიდენტის.

რომელ პარტიას ეკუთვნის ის?

მე მჯერა, რომ რესპუბლიკურ პარტიას.

და ობამა?

დემოკრატებს.

რომ შეგძლებოდა მას დაუჭერდი მხარს, თუ მით რომნის?


რა თქმა უნდა, ობამას. მე მასზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ისე ჩანს, რომ ის არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც ა.შ.შ-ს უნდა მართავდეს.

რონალდ რეიგანის რომელიმე ფილმი გინახია?

არ მახსოვს ასეთი რამე.

გიყვარს ვესტერნები ინდიელებითა და კოვბოებით?

ამგვარი ინდოელების ფილმებია არა. სახლში ჩვენ ნამდვილ ინდურ ფილმებს ვუყურებდით, აი იმათ, ბოლივუდიდან.

ვინ შედის პორტუგალიურ კლანში?

მე "მადრიდის რეალში" ბევრი მეგობარი მყავს. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად პეპესა და კაკასთან ვარ, ვინაიდან ერთსა და იმავე ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აქ რამე კლანები არსებობენ.

ალბათ, რაც გსურთ არის უფრო მეტი მოგება


ტიტულები ძალზედ მნიშნელოვანია, მაგრამ ამავდროულად დასვენებაც კარგია. "მადრიდის რეალი" უდიდესი კლუბია მსოფლიოში და ხალხი ჩვენგან ყოველთვსი საუკეთესო ფორმაში ყოფნას ითხოვს. მჯერა, რომ ყოველთვის არსებობს გაუმჯბესებისა და წინსვლის პოტენცია.

რას იტყვი შენს თავზე?

ხალხი იმ კუთხით მხედავს, როგორიც თავად სურთ რომ დაინახონ. მე კი უბრალოდ ვცდილობ, რომ ყოველთვის მე ვიყო.

კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ


სპორტულ პრესას ეცნობი?

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც როცა ცუდად თამაშობს ეგრევე მიუჯდება ტელევიზორს ან ხელში გაზეთებს იღებს და კითხულობს თავის კრიტიკას. კრიტიკა ჩვენი საქმის შემადგენელი ნაწილია და ამით უნდა ვიცხოვროთ. ერთადერთი, რაც გულს მტკენს ესაა კრტიკა, რომელიც მოედნის გარეთა საკითხებს ეხება. მე არ მწყინს, როცა ნაჩვენები თამაშის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ , კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვხედავ სწორედ პირველი იმას, თუ რა შეცდომები დავუშვი.

ყველა თამაშს, რომელსაც თამაშობ უყურებ?


ყველა მათგანს არა, მაგრამ უმრავლესობას კი. ჩემთვის გამოსადეგია, რომ საკუთარი თამაში ვნახო იმისთვის, რომ ვიცოდე, თუ რისი გაკეთება შემეძლო უკეთესად.

მარცხის შემდეგ დაძინება შეგიძლია?

თუ ჩვენ დიდ ტურნირების დიდ თამაშებზე, როგორიცაა ნახევარფინალი და ფინალი ვსაუბრობთ, მაშინ რა თქმა უნდა, მარცხის მერე კარგად ნამდვილად არ მძინავს და ეს არამარტო ღამეს ეხება, მე მომდევნო ორი სამი დღის მანძილზე ვერ ვახერხებ კარგად დაძინებას, მაგრამ წაგება ხომ პროფესიონალი ფეხბურთელების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

მათ შორის "მადრიდის რეალში" თამაშისასაც?


რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ასეა და რას იზამ.

რამდენად გაშფოთებთ და გაწუხებთ, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად არაფერი მოგიგია?

ეროვნულ ნაკრებთან ერტად რამის მოგება უფრო რთულია, ვიდრე კლუბთან ერთდ ანალოგიურის გაკეთება. პორტუგალიამ მომცა საშუალება, რომ უმაღლესი კლასის თამაშებში მიმეღო მონაწილეობა და გამეტანა მნიშვნელოვანი გოლები და გავსულიყავით ფინალსიც: 2004 წელს ფინალში ვითამაშეთ, 2006-ში ნახევარფინალში და ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ნაკრები გვყავს.

იყო თუ არა ისეთი მარცხები, რომლებიც ყველაზე მეტად გეწყინა?


ესპანეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. თერთმეტმეტრიანებში მარცხი ყოველთვის საწყენია. 120 წუთის მანზილზე გაწეული მძიმე შრომის შემდეგ დამარცხება, რა თქმა უნდა რთულად გადასატანია.

გიტირიათ?


სხვა შემთხვევები მახოვს, მაგრამ იმ ღამეს არა

წაგების შემდეგ მარტო ყოფნა გირჩევნიათ , თუ თქვენს იმედგაცრუებას ვინმეს უზიარებთ?


მაგ დროს მთელი ჩემს დროს მეგობარ გოგოსა და მეგობრებთან ერთად ვატარებ.

წაგება მხოლოდ მოედანზე გსურთ, თუ ცხოვრებისეულ მარცხებსაც ვერ იტანთ?

მე ყველაფერში, რასაც კი ვეკარები და ვაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება მსურს.

სიმართლეა, რომ ყოველდღე 3 000-მდე აწევას (ე.წ. ბუქნები) აკეთებთ?

მე კუნთებისთვის განკუთვნილ სპეციალურ პროგრამას მივყვები, მაგრამ სიმარტლე გითხრათ, არასდროს არ დამითვლია რამდენ ვარჯიშს ვაკეთებ დღეში. მე უბრალოდ მათ ვასრულებ.

კუნთების სიძლიერე? რა არის ეს?

ესაა პროგრამა, რომელიც მოიცავს ბალანსისა და სტაბილურობის ელემენტებს, რომლის ვარჯიშის დროს ყველა კუნთი ჩართულია და ტონუსშია.

რა დროს უთმობთ თქვენს სხეულს ყოველდღიურად?


არ ვიცი ამაზე რა უნდა გიპასუხოთ. დილით ვვარჯიშობთ, შუადღისას ფიტნეს კლუბში ვვარჯიშობ, მაგრამ ამავე დროს დასვენებისთვისაც ვპოულობ დროს.

რატომ აკეთებთ ამას?

იმიტომ რომ ფეხბურთი სწორედ ამას ითხოვს ჩვენგან ყოველდღე. თუ გინდა, რომ მოედანზე კარგად ითამაშო, კარგად უნდა ჭამო, კარგად უნდა იძინო, კარგად უნდა ივარჯიშო.

ანალოგიურ დროს შენს გონებასა და მოდნომებაზეც თუ ხარჯავ?

რა თქმა უდნა. ფსიქოლოიური მომზადება თამაშისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ისეთივე, როგორც ფიზიკური მზაობა. როცა თამაშობ, კონცენტრირებული და ამავდროულად მშვიდი უნდა იყო.

კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ


რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

ზალიან ბევრი ცუდი , უფრო სწორად, ნაკლი გამაჩნია, მაგრამ ყველაზე მეტად არ მომწონს ის, რომ ძალიან ჯიუტი ვარ.

ბავშვობის დროსაც ჯიუტი იყავი?

შედარებით ნაკლებად. ეხლა უფრო ჯიუტი ვარ.

საკუთარი თავი ეხლა უფრო გიყვართ, თუ მაშინ როცა ბავშვი იყავით?


არ მჯერა, რომ ბევრად შევიცვალე. დროის განმავლობაში ჩემი კარიერიდან გამომდინარე სულ მაღლა და მაღლა მივდივარ, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ხასიათი დიდად არ შემცვლია.

როგორი იყავი ბავშვობაში?

შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური ბავშვი ვიყავი.

მეგობრები, ოჯახი , ფეხბურთი...

დიახ. მადეირა დიდებული ქალაქია ბავშვობის გასატარებლად. ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი ყოველდღე და ამის შემდეგ მუდამ ვოცნებობდ პროფესიონალ ფეხბურთელად ყოფნაზე.

რამე პოსტერი გქონდათ ოთახში?

არა, არაფერი. იქ არ იყო ამის ადგილი. ჩემს ოთახში ჩემი ძმა იყო და ასევე მთელს კედელს ავეჯი ფარავდა.

შენი პირველი მოგონება, რომელიც ფეხბბურთს უკავშირდება, რა იყო?

მანამ სანამ ფეხბურთს აღმოვაჩენდი, რამე განსაკუთრებული მოგონება არ მქონია. ყოველთვის თან ვატარებდი ბურთს: სკოლაში, ქუჩაში და ყველგან.

ყოველთვის თავდამსხმეიი იყავი?


დიახ, მას შემდეგ , რაც ბავშვი გახდლით. ან ფლანგზე ვთამაშობდი ან ცენტრალურ თავდამსხმელად.

გახსოვს როგორი იყო შენი პირველი გუნდის ფორმა?

ჩემი პირველი რეალური ფორმა იყო ფუჩალის გუნდის "ნაციონალლ დე მადეირა"-სი , რომელიც თეთრი და შავი იყო. შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად ჩავიცვი ის და ძალზედ მიხაროდა.

და შენი პირველი გოლი?


რაც მახსოვს არის ის, რომ უბედნიერეი ვიყავი.

ვის დაყავდი თამაშებზე?


ჩემს მშობლებს. მამა არასდროს არ ტოვებდა ჩემს თამაშებს.

კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ


როგორი იყო სახლიდან წამოსვლა?

მე ვიცოდი, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ჩემი ოცნების ასასრულებლად. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. მე სრულიად მარტო ვიყავი და ეს 11 წლის ასაკში და ისეთ დიდი ქალაქში, როგორიც ლისაბონია. მენატრებოდა დედა, ჩემი ოჯახი, მეგობრები, მოკლედ ყველაფერი. ერთადერთი, რაც დამეხმარა წამოსვლაში იმ ხალხის თანადგომა იყო, რომლებიც მიყვარდა. ამას მათ გარეშე ვერასდროს ვერ გავაკეთებდი.

და შენი წასვლა ინგლისში?

მე ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე დაღვინებული და ზრდასრული. ჩემი ყველა მოგონება "მანჩესტერთან" არის დადებითი და პოზიტიური. იქ ექვსი წელი გავატარე და ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი გავხდი.

გახსოვს პირველი სიტყვები, რომლებიც ფერგიუსონმა გითხრათ, როცა მას შეხვდით?

"იყავი პროფესიონალი, იცოდე, რომ შენ შენ ხარ, კონცენტრირება საკუთარ მიზნებზე მოახდინე და არასდროს არ დაკარგო რწმენა."

მასთან ოდესმე რამე განგიხილია?


გარკვეული უთანხმოებები გვქონდა, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია ორი ადამიანისთვის, რომლებიც ერთად მუშაობენ დიდი ხნის მანძილზე. მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია ფერგიუსონზე. ის ფანტასტიკური მწვრთნელი და ფანტასტიკური მოთამაშეა.

მასთან კიდევ იმუშავებდით?

საუკეთესო პროფესიონალთან მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ პატივია.

იგივე ეხება, რა თქმა უნდა მაურინიოსაც?

რა თქმა უნდა.

საკუთარი თავი მწვრთნელად წარმოგიდგენიათ მომავალში?


ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. მინდა ამ სამყაროში დავრჩე, მათ შორის მას შემდეგ, რაც თამაშს თავს დავანებებ, მაგრამ ამ მომენტში, მე მხოლოდ იმ წლებზე ვარ კონცენტრირებული, რომლებიც სათამაშოდ დამრჩა. ამის შემდეგ რა მოხდება ამას ყველანი ერთად ვნახავთ.

გინდა, რომ შენი ბავშვი ფეხბურთელი გახდეს?

ეს ფანტასტიკური იქნება.

იგივე სახელი, იგივე კარიერა...საკმაოდ კარგი რამე იქნება.

ეს მასზეა დამოკიდებული. მე ამას ვისურვებდი, მაგრამ თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს არ სურს, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ნე ყოველთვის დავაფასებ მის გადაწყვეტილებას.

ის ისევე მაგრად ურტყამს ბურთს, როგორც შენ?


(იცინის) ის ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კი.

თუ ის იჩქარებს, შეიძლება მოვესწროთ იმ დროს, როცა ერთად ითამაშებთ.

ვინ იცის. ამაზე არასდროს არ მიფიქრია, მაგრამ რახან ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რატომაც არა?

რას გააკეთებდი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავი?

ამას იშვიათად არ ვეკითხები ჩემ თავს.

და რას პასუხობ საკუთარ თავს?

არ ვიცი, ალბათ ანალოგიური რამით დავკავდებოდი, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, ასისტენტი, კონსტრუქციებზე მომუშავე. რამე სტილთან დაკავშირებულს გავაკეთებდი.

კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ
dle 10.1

  • J.Z.
  • 1 მარტი 2013
  • 5977
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)