პელეგრინი: "მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებთ"

"რეალის" თავკაცმა, მანუელ პელეგრინიმ, "მილანთან" შეხვედრისწინ პრესკონფერენცია გამართა.ჩილელს მიზნად აქვს დასახული "ც" ჯგუფის ლიდერობა.


- თქვენ კვლავ გააგრძელებთ როტაციას?
- ჩვენ ამას ხვალ დავინახავთ.შეხვედრის წინ ჩემ განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, აქედან გამომდინარე სასტარტოში ის ითამაშებს, ვისი ფიზიკური კონდიციებიც კარგად გამოიყურება.

- ეს თამაში "დასამტკიცებელი" იქნება?
- ლიდერობა თუ გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება აღნიშნულ შეხვედრაში.ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ორი უძლიერესი გუნდის პაექრობას."რეალმა" მიზნად დაისახა პირველი წუთებიდან შეტევა და იმედია ყველაფერი კარგად გამოგვივა.აქვე მინდა დავსძინო, რომ გუნდი დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგებას გეგმავს.

- რამოსის ცენტრალურ ხაზში გადმოყვანას ხომ არ ფიქრობთ?
- სასიხარულოა, რომ სერხიოს ორივე პოზიციაზე ბრწყინვალედ შეუძლია გარჯა."ხეტაფესთან" მატჩმა დაგვანახა, რომ ანდალუსიელი ცენტრალური მცველის ფუნქციებსაც კარგად ირგებს.სეზონი ძალიან გრძელია და ამიტომაც არ არის გამორციხული, რიგ შეხვედრებში ის სწორედ ცენტრალური ხაზში ვიხილოთ.

- "მილანთან" პირველი შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება რას მიაქციეთ?
- პირველი დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით."მილანმა" მეორე ტაიმში ხელთ იგდო ინიციატივა და შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა.ჩვენ მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა ვერაფერი მოვუხერხეთ წინ გასულ "როსონერის."ამ გუნდს ევროთასებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს და ამიტომაც მათთან თამაში ყოველთვის რთულია.მომდევნო პაექრობაში მთავარი პრიორიტეტი, სტაბილურობის შენარჩუნება იქნება.

- რას სჭირდება კაკას, რათა გახდეს ისეთივე ჩემპიონი, როგორიც "მილანში" იყო?
- ნებისმიერ ფეხბურთელს ესაჭიროება დრო, როდესაც ის ახალ ჩემპიონატში გადადის.კაკა გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მე მჯერა, რომ ბრაზილიელი ისეთივე წარმატებული იქნება სამეფო გუნდის, როგორიც იტალიურ გრანდში იყო.

- იყო თუ არა ეს კვირა ძალიან რთული?
- არც ისე.ამ კვირაში ბევრი ცუდი და კარგი მომენტები იყო.მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლი, რომ განვლილმა საფეხბურთო კვირამ დიდი გამოცდილება შეგვძინა.ჩვენი შედეგი რიგ მატჩებში ცუდი იყო, თუმცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ყველაფრის გამოსწორება.მოგეხსენებათ, ლა ლიგის ბოლო ტურში გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი ანალოგიური შედეგი ლიგაზეც უნდა ვაჩვენოთ.

- მომავალი მატჩი, გუნდის კარგ დროებას დაემთხვა თუ ცუდს?
- ვიმედოვნებ, "მილანთან" 3 ქულას მოვიპოვებთ."ხეტაფესთან" მოგების შემდეგ გუნდის სულისკვეთება უფრო გამძაფრდა.

- იგუაინი "სან სიროზე" სასტარტოში იქნება?
- არ დაგიმალავთ, რომ პირველ მატჩში ჩვენ მის გამწესებაც ვაპირებთ სასტარტოში "მილანის" წინააღმდეგ, თუმცა ფეხბურთელის ტრამვამ ყველაფერი უკუღმა დააყენა.გონსალომ ლა ლიგის გასული ტური წარმატებით დაასრულა.ჯერ ვერ გეტყვით იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომლებიც სასტარტო შემადგენლობის წევრები იქნებიან "ჯუზეპე მიეაცაზე."

- სამეფო გუნდს აქამდე არასოდეს მოუგია ოფიციალური შეხვედრა "სან სიროზე."იქნება თუ არა ხვალინდელი თამაში ამ "შავი სერიის" დასასრული?
- ვიმედოვნებ, რომ იქნება.ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)