კასილასის ინტერვიუ

იკერ კასილასი ”კამპ ნოუზე” ჟურნალისტების წინაშე წარსდგა პრესკონფერენციით, სადაც მან გაანალიზა ”მადრიდის რეალის” თამაში და აღწერა ის ბედნიერი და მხიარული განწყობა, რომელიც გუნდის გასახდელში სუფევდა.


"ჩემი თანაგუნდელები შეუდარებელნი იყვნენ. ისინი მოედნის ყველა ნაწილს აკონტროლებდნენ და ძალიან მაგრად თამაშობდნენ დაცვის ხაზში. ყველა მათგანმა საუკეთესო თამაში აჩვენა და ბევრი რამე გააკეთა ფინალში გასასვლელად. მოედნის გარედან მე საკმაოდ კარგი და ბრწყინვალე თამაში ვნახე და ეს იმ გუნდისგან, რომელიც ასეთი ზეწოლის ქვეშ თამაშობდა. ”მადრიდის რეალმა” ”ბარსელონა” ტაქტიკურად დაამარცხა და გადაწყვიტა კიდევაც გამარჯვებულის ბედი. ეს მატჩი კიდევ მეტ მოტივაციას შეგვძენს შემდეგში გასამართი შეხვედრების წინ და ეხლა დროა , რომ გამარჯვება ვიზეიმოთ და გავუზიაროთ ის ყველას, ვინც კი ”მადრიდის რეალთან” ასოცირდება.”

აკადემიის აღზრდილმა ასევე ისაუბრა იმ მორალურ სტიმულზე, რომელსაც ეს გამარჯვება გუნდს მოუტანს: ”უფრო მეტი ძალა გემატება და უფრო მოტივირებული ხდები, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ლა ლიგა ისე ვერ დავიწყეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. იმედი მაქვს ეს გარდატეხის წერტილი იქნება და იმაზე უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე თუნდაც დღეს ”ბარსელონას” წინააღმდეგ. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ეს დამატებით მოტივაციას გვძენს სხვა შეხვედრებისთვის. ჩემპიონთა ლიგის მოგების უკეთესი შანსები გვაქვს, ვიდრე ლა ლიგის, მაგრამ ”მადრიდის რეალი” ბოლომდე იბრძოლებს.”

კასილასმა შეაქო კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც მორიგი შთამბეჭდავი თამაში ითამაშა ”კამო ნოუზე”: ”ის ყოველდღე ამტკიცებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის ჩვენი ამოსავალკი წერტილია და ასეთ შეხვედრებში ყოველთვის ამტკიცებს, რაოდენ ღირებულიცაა. ის შეუდარებელი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივება მასთან? ეს კლუბსა და ფეხბურთელს შორის უნდა გადაწყდეს. მთავარი არის ის, რომ რონალდუს ჩვენთვის ბედნიერების ეს წუთები მოაქვს”. დიეგო ლოპესზე კასილასმა თქვა: ”ის ბრწყინვალე მეკარეა და ჩემი აზრით, ის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი იყო , რომელმაც ჩვენ სიმშვიდე მოგვიტანა.”

”მადრიდის რეალის” კაპიტანს იმედი აქვს, რომ გუნდი შეძლებს ამ შედეგის გადატანას ჩემპიონთა ლიგაზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ: ”ჩვენ ეს შეხვედრა უნდა გადავიტანოთ ”მანჩესტერ იუნაიტედთან”. იქაც 1:1 ანგარიშით დავასრულეთ შეხვედრა და გვინდა , რომ იქაც გოლი გავიტანოთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ. ესაა ის მიზანი, რომლისკენაც მივემართებით. ”მანჩესტერ იუნაიტედმა” იცის როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი, ურთულესი ადგილია სათამაშოდ და ის , რაც დღეს აქ გავაკეთეთ ”ოლდ ტრაფორდზეც” უნდა გავიმეოროთ.”

ლა ლიგის ეგიდით ”ბერნაბეუზე” შაბათს გასამართ კლასიკოსთან დაკავშირებით მან თქვა: ”ვიცი სხვადასხვა ფეხბურთელი ”ბარსელონადან” და ვიცი, რომ ისინი კომპეტენტურები არიან. როცა არ ვიგებთ, გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან და აქედან გამომდინარე, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლა ჩვენი პირდპაირი მოვალეობაა. მომდევნო შეხვედრა კვლავ ელ კლასიკო იქნება. ერთადერთი , რაც გვინდა ეს მოგება და მათი უპირატესობის შემცრებაა. შეიძლება საკმაოდ მოულოდნელია ის სხვაობა, რაც დაფიქსირებულია, მაგრამ ამ ჩემპიონატში ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან. ჩვენ მოედანზე მოსაგებად და ქულათა სხვაობის შესამცირებლად გავალთ.”

ბოლოს მან განმარტა მისი პრესკონფერენციაზე გამოცხადების მიზეზი: ”მე აქ იმიტომ მოვედი, რომ საუკეთესო დრო იყო კაპიტანისთვის პრესასთან გამოსაჩენად. ეს აზრი გასახდელში დაიბადა და იქიდან მოდის. იმედი მაქვს ეს არავის არ ეწყინება, ვინაიდან ამას სიამოვნებით დავთანხმდი. გადავწყვიტეთ, რომ ზეიმის დრო იყო და ჩემთვის, როგორც კაპიტანისთვის, უპირველესი მოვალეობა ამ სიხარულის ”მადრიდის რეალთან” ასოცირებული ადამიანებისთვის გაზიარება იყო.” dle 10.1

  • J.Z.
  • 27 თებერვალი 2013
  • 2964
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)