მილანი V.S რეალი [პრევიუ]

ხვალ ღამით ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა შედგება სან სიროზე.


"მილანი" ნელ–ნელა იბრუნებს კარგ სათამაშო ფორმას. მათ მთავარ მწვრთნელს ლეონარდოს გაშვება, არ გაშვების საკითხი იდგა ცოტა ხნის წინ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეძლო მან და გუნდი ფეხზე დააყენა. როსონერიმ ამ შაბათ–კვირას კიდევ ერთი "3" ქულა მოიპოვა "პარმასთან" შეხვედრაში 2–0. ყველა სიკეთის მიუხედავად, შეძლებს იტალიური გრანდი წარმატების მიღწევას კაკას გარეშე?

ჯერ–ჯერობით როსონერის რიგებში საუკეთესოდ ალესანდრო ნესტა გამოიყურება. სწორედ ამ ცენტრალური მცველის საუკეთესო თამაშმა მოუტანა "მილანს" გამარჯვება "კიევოსთან" მან ორი გოლი გაიტანა, რაც საკმაოდ მოულოდნელი გახლდათ. ალესანდრომ ასევე შესანიშნვად იასპარეზა "პარმას" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში.

"მილანის" მომავალი მთავარი კარის დარაჯი მარკო სტორარი დაშავებულია და ვერ შეძლებს მადრიდული გრანდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში თამაშს. იტალიელებს ისევ არადამაჯერებლად მოასპარეზე დიდას იმედზე მოუწევთ ყოფნა. სწორედ ბრაზილიელი გოლკიპერის შეცდომის შედეგად გახსნა ანგარიში რაულმა სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ თამაშში.

პელეგრინის ბოლო შანსი

მადრიდის "რეალის" წლევანდელი რეკორდი მის არაჩვეულებრივ შედეგიანობაში აისახება, სამეფო კლუბს ცხრა შეხვედრაში 23 გოლი აქვს გატანილი, რაც ძალიან კარგი შედეგია. მიუხედავად კრიშტიანოს არ ყოფნისა "რეალის" თავდასხმა საკმაოდ კარგად გამოიყურება, რაც იმედს უღრმავებს სანჩისების გულშემატკივრებს. "თეთერბში"
მთავარი მოლოდინი კაკაზე მყარდება, სწორედ მის აქტიურობას და საგოლე გადაცემებს მოელიან.

რონალდოს ტრავმამ დიდი დაღი დაასვა სამეფო კლუბის თამაშს დებიუტში, მაგრამ საბედნიეროდ კლუბმა ისწავლა მის გარეშეც თამაშების მოგება, რაც მათ "ხეტაფესთან" შეხვედრაში დაამტკიცეს. ამის მიუხედავად "ხეტაფესა" და "მილანს" შორის უდიდესი განსხვავებაა...

ჩილელმა სპეციალისტმა იცის, რომ ეს მისი ერთ–ერთი ბოლო შანსია, მას ძალიან სჭირდება გამარჯვება. მანუმ არ გამოიძახა გუტი განაცხადში, რაც დანაკლისად ითვლება, მაგრამ მისი უამრავი შემცვლელი მოიძებნება. ლა ლიგაში პელეგრინი გონსალო იგუაინმა გადაარჩინა, როდესაც შავი დღე აყარა მეტოქე გუნდის მცველებს, არგენტინელია მისი აზრით მთავარი დამრტყმელი ძალა შეტევაში.

მილანი

მცირე ტრავმის მიუხედავად მაინც ითამაშებს როსონერის შემადგენლობაში ნესტა. ლეონარდოს დაუბრუნდა ჯანლუკა ძამბროტა. რაც შეეხება სტორარის, ოგუჩი ონიევუს და იანკულოსვსკის, ისინი ვერ იასპარეზებენ.

სასტარტო შემადგენლობა
: (4–3–3) დიდა, ოდო, ტიაგო სილვა, ძამროტა, ნესტა, გატუზო, პირლო, ზეედორფი, პატო, რონალდინიო და ბორიელო.

მადრიდის რეალი

პელეგრინიმ არ დააყენა 20 კაციან განაცხადში გუტი და კრისტოფ მეტსელდერი. რაც შეეხება, რონალდოს და გარაის ისინი ისევ ტრავმირებულები არიან. როინსტონ დრენტე კი დაუბრუნდა შემადგენლობას.

სასტარტო შემადგენლობა: (4–2–2–2) კასილასი, რამოსი, პეპე, ალბიოლი, მარსელო, ხაბი ალონსო, ლასი, კაკა, გრანერო, იგუაინი და რაული.


ავტორი: Kevlisha

ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • kevlisha
  • 2 ნოემბერი 2009
  • 1947
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)