”ბარსამ” უნდიანოს მსაჯობით სამი კლასიკო მოიგო

”მადრიდის რეალმა” ორი ისეთი კლასიკო მოიგო, რომელსაც უნდიანო მალიენკო სჯიდა. გარდა ამისა მის ანგარიშზე ერთი ფრეცაა. ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟორდი როურამ განაცხადა: ”გვახსოვს, თუ რამდენი რამე გადაწყვიტა მან კოპა დელ რეის ფინალში.”


ჟორდი როურას განცხადების შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმის სურვილი, რომ გადაეხედათ ამ მსაჯის მიერ განსჯილი კლასიკოების რეზულტატებისთვის/

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა: ”ეს ის მსაჯია, როგორსაც მას ვიცნობთ. ჩვენ არ ვაპირებთ მსაჯებზე საუბარს და მათ განსჯას. მაგრამ სიმართლეა ის ფაქტი, რომ ჩვენი მოგებების პროცენტული მაჩვენებელი მისი მსაჯობის პერიოდში სხვებთან შედარებით საშინელებაა. გვახსოვს რამდენი რამ გადაწყვიტა და გააკეთა მან კოპა დელ რეის ფინალში, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკაა/ მას წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ მხოლოდ ”მადრიდის რეალზე” ვართ კონცენტრირებულნი.”

სტატისტიკა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ საპირისპიროს ამტკიცებს. უნდიან მალიენკოს მიერ განსჯილი ხუთი კლასიკოდან კატალონიელებმა სამი მოიგეს და სამივე პრიმერა დივიზიონში: პირველი 2004-05 წლებში ”კამპ ნოუზე” 3:0, შემდეგ იყო ყველასთვი დასამახსოვრებელი 2:6 ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 2008-09 წლებში და ბოლოს 1:0 ”კამპ ნოუზე” 2009-10 წლებში.

”მადრიდის რეალმა” ორი შეხვედრა მოიგო, რომელსაც უნდიანა მალიენკო სჯიდა. ერთი 2011 წელს კოპა დელ რეის ფინალი , რომელზედაც როურა ლაპარაკობდა (კრიშტიანო რონალდუს მიერ დამატებით წუთზე გატანილი გოლით 1:0) და წინა სეზონში ”კამო ნოუზე” ლიგის მატჩი ანგარიშით 2:1.

უნდიანა ასევე სჯიდა 2006-2007 წლებში ”კამო ნოუზე” ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც 3:3 მორჩა და როდესაც ლეო მესის თავისი პირველი ჰეთრიკი შეასრულა ”ბარსელონას” რიგებში. dle 10.1

  • J.Z.
  • 26 თებერვალი 2013
  • 1492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)