კაკას დეპორტივოსთანაც ელოდებიან

თუკი ესპანურ საინფორმაციო წყაროებს დავუჯერებთ, რიკარდო კაკა ლაკორუნიის დეპორტივოსთან მატჩსაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს და ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან ჟოზე მოურინიო ბარსელონასთან და მანჩესტერთან რიკის "სრულფასოვან" გამოყენებას გეგმავს...


აშკარაა, რომ მესუთ ოზილმა ალექს ფერგიუსონის გუნდის წინააღმდეგ მატჩი ჩააგდო, ამიტომ მოურინიო საგონებელში ჩავარდა, თუკი გერმანელმა განმეორებით შეხვედრაშიც იგივე დონე აჩვენა, შესაძლოა გუნდმა სავალალო შედეგი მიიღოს, რადგან მესუთზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

რაც შეეხება რიკარდო კაკას. მოგეხსენებათ, ბრაზილიელ ნახევარმცველს როგორც ბარსელონასთან, ასევე მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე რიკიმ ფაქტობრივად მარტომ მოუგო შოტლანდიელი სპეციალისტის გუნდს, ალბათ ყველას გახსოვს "მილანისა" და "იუნაიტედის" დაპირისპირება, სადაც ბრაზილიელი ბენეფისი შედგა, როგორც "ოლდ ტრაფორდზე", ასევე "ჯუზეპე მეაცაზე".

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჟოზეს რიკის იმედი აქვს და შესაძლოა იგი ორივე დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. წინა ორ მატჩში ბრაზილიელმა საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და გუნდური თვალსაზრისით საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება დეპორტივოსთან გამართულ შეხვედრას, სადაც რიკის კვლავ ძირითადში ელიან. თუკი ბრაზილიელმა ლაკორუნიელებთან კვლავ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამ შემთხვევაში დიდი შანსი იქნება იმისა, რომ მადრიდელი "8"-იანი "ოლდ ტრაფორდზე" ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ." dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2013
  • 3317
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)