პერესი - კარვახალს: ”შემდეგ სეზონში სახლში დაბრუნდები”

El Confidencial-ის ინფორმაციით ფლორენტინო პერესმა მადრიდის რეალის ყოფილ კანტერანოს, რომელმაც 2012 წლის ზაფხულს თავი ბუნდესლიგას მიაშურა, სამეფო კლუბში დაბრუნება შესთავაზა.


თეთრების პრეზიდენტი და კარვახალი ერთმანეთს ზამთარში შეხვდნენ, სადაც პერესმა მას უთხრა: ”შემდეგ სეზონში სახლში დაბრუნდები და კვლავ აქ იქნები.”

ბაიერის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის შესვენებით ისარგებლა და თავის ყოფილ თანაგუნდელებს ესტუმრა, მატჩის დასრულების შემდეგ დანი კასტილიელთა გასახდელში ჩავიდა, სადაც ფლორენტინოს შეეჩეხა. მათ შორის მცირე დიალოგი გაიმართა და სწორედ ამ დროს მიიღო ახალგაზრდა ესპანელმა მშობლიურ კლუბში დაბრუნების გარანტიები.

ბლანკოსის პრეზიდენტის სურვილი ძნელი ასახდენი არ არის, რადგან ბაიერთან გაფორმებულ კონტრაქტში კარვახალს უწერია, რომ იმ შემთხვევაში თუ სამეფო კლუბი მის დაბრუნებას ისურვებს, გერმანულ გუნდს არ აქვს ხელის შეშლის უფლება. აღსანიშნავია, რომ დანი ბუნდესლიგაში კარგად გამოიყურება, მან 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 1709 წუთი დაჰყო. სეზონის დასრულების შემდეგ ის ბუნდესლიგის რიგით მესამე საუკეთესო ლატერალად დაასახელეს, იგი მხოლოდ ფილიპ ლამსა და შმელცერს ჩამორჩა. dle 10.1

  • SunSay
  • 20 თებერვალი 2013
  • 1778
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)