სერხიო რამოსი- ესპანეთი და ”მადრიდის რეალი”

ალფრედო რელანოს აზრი სერხიო რამოსზე.


”მადრიდის რეალის” რიგებში თამაშისას სერხიო რამოსმა მოედანი 16-ჯერ დატოვა დროზე ადრე, აქედან 12-ჯერ ლა ლიგაში, 2-ჯერ თასზე და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით ის კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, მას სამი გაძევებით მეტი აქვს, ვიდრე თვით იეროს. ნუთუ ის ამდენად უხეში ფეხბურთელია? მე ვფიქრობ, რომ თუ გულახდილები ვიქნებით, მაშინ პასუხი ამ კითხვაზე იქნება - არა. არის რაღაც ამ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია ”მადრიდის რეალის” მიერ პრესტიჟისა და ძალაუფლების დაკარგვასთან კაბინეტებშუ. სიძულვილის შედარებისთვის, მაგრამ არა მომგებიანები: ბენიტო მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ გააძევეს მოედნიდან, ხოლო ის ”მადრიდის რეალში” ხუთი წლით უფრო მეტი ხნის მანძილზე თამაშობდა, ვიდრე სერხიო რამოსი დღეის მდგომარეობით.

ამაში არის რაღაც ექსტრავაგანტული და ექსტრაორდინალური მათთვის, ვინებმაც იციან ორი ეპოქა, იმათთვის, ვინებმაც ნახეს თამაშში ორივენი. კონტრაქსტი უფრო და უფრო იზრდება, როცა ფიქრობ, რომ სერხიო რამოსმა 99 მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში და არცერთ ამ შეხვედრაში მას მოედანი დროზე ადრე არ დაუტოვებია. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ის ორჯერ გააძევეს, მაგრამ პირველ შემთხვევაში მან სპეციალურად მოაწყო თავის გაგდება, როცა ჟოზე მოურინიოს თხოვნის შემდეგ მან და ხაბი ალონსომ ყველაფერი გააკეთეს მეორე ყვითელი ბარათის მისაღებად, ამიტომაც ეს გაძევება შეიძლება არც კი გავითვალისწინოთ. მეორე შემთხვევაში გაძევება დაემთხვა ”ოლიმპიაკოსთან” შეხვედრას, როცა შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო.

როგორც არ უნდა იყოს, ხელში საკმარისი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ სტატისტიკური დასკვნები გავაკეთოთ: სერხიო რამოსს ყველაზე ხშირად ”მადრიდის რეალის” რიგებში აძევებენ მოედნიდან, ვიდრე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში და მას უფრო ხშირად მოედანს ესპანეთში ატოვებინებენ დროზე ადრე, ვიდრე ევროპაში. ნაბიჯ-ნაბიჯ თუ გავყვებით, შეიძლება ითქვას ისიც, რომ ყველაზე ხშირად მას იტურალდე და პარდესა აძევებს (3-ჯერ), მათ კი ტეიშეირა და უნდიანო მოყვებიან (2-ჯერ), ვიდრე სხვა ნებისმიერი არბიტრი. ეს ამტკიცებს მადრიდისტების ყველაზე საშინელ ეჭვებს. დიახ, სერხიო რამოსი შეიძლება იყოს უფრო ფრთხილად, მაგრამ ამ პროცესში არის ის რაღაც, რაც მე ძალიან არ მომწონს. dle 10.1

  • J.Z.
  • 20 თებერვალი 2013
  • 1953
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)