ლოპესი:" მადრიდის "რეალი" ეს არის საუკეთესო საჩუქარი ზეციდან"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა დიეგო ლოპესმა "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო პრეს-კომფერენცია გამართა.


ჟოზე მოურნიომ კვლავაც არ დაარღვია ტრადიცია და წინასამატჩო პრეს-კომფერენციაზე დიეგო ლოპესი გააგზავნა. ლოპესმაც არ გაუცრუა იმედები და ჟურნალიტების ყველა შეტევა თამამად მოიგერია.

"რაიოს ვალეკანოსთან" მატჩის შესახებ:"ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ 3 ქულა. "რაიო" კარგ სეზონს ატარებს, ეს არის საშიში მეტოქე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ამოცანა გაართულოს. ჩვენ გვყავს კარგი გუნდი და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად."

კასილასის დაბრუნების შესახებ:"მე არ მაწუხებს ფიქრი, თუ რა მოხდება მომავალში. მე კონცეტრირებული ვარ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. საშუალება მომეცა მეთამაშა მადრიდის "რეალში" და მეც ეს შანსი გამოვიყენე. მე ვტკბები ყოველი წუთით, რადგან ეს არის ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი ზეციდან."

"მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული მატჩის შესახებ:"როდესაც ამ შეხვედრის შესახებ ვფიქრობ, ვგრძნობ იმედგაცრუებას, რადგან ჩვენ "ბერნაბეუზე" მოგება ნამდვილად გვსურდა. მიუხედავად ამისა ეს რეზულტატი კარგია, ჩვენ გვაქვს შანსი "ოლდ ტრაფორზე" ვიზეიმოთ შემდეგ ეტაპზე გასვლა."

ველბეკის გოლის შესახებ:"თუ გოლი გავიდა სტანდარტულიდან, ეს ნათელია, რომ ვიღაცამ შეცდომა დაუშვა. კერძოდ ამ ეპიზოდში დამნაშავე იყო სერხიო რამოსი, მე და მსაჯი, რომელმაც შეცდომით კუთხური დანიშნა. ჩვენ შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში დაცვაში."

სტანდარტულებზე:"ჩვენ ვმუშაობთ სტანდარტულებზე ყოველ ვარჯიშზე. ყველა მოთამაშემ კარგად იცის სად უნდა იდგეს ამ მომენტში და რა უნდა გააკეთოს. საბოლაო ჯამში სტანდარტულიდან გასულ გოლზე დამნაშავე ყოველთვის არის მინიმუმ ერთი მოთამაშე, თუნდაც მეტოქე გუნდიდან რომელიც შესანიშნავად ასრულებს სტანდარტულებს. გუნდის ამოცანა არის, რომ არ მისცეს სივრცე მოთამაშეებს ამ მომენტში. ახლა ვარჯიშზე ორჯერ მეტ დროს დავუთმობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას."

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში და სამეფო თასზე ფინალში გასვლის შესახებ:" ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ შეხვედრებს. გაგვიჭირდება, მაგრამ მადრიდის "რეალმა" უნდა გადალახოს ეს ბარიერი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, მადრიდის "რეალი" გაიმარჯვებს "ნოუ კამპზე" და "ოლდ ტრაფორდზე" . ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ."

თავდამსხმელების შესახებ:"ბენზემა თავისი საქმის პროფესიონალია. ის ბევრს ვარჯიშობს და არის ძალიან კარგი თავდამსხმელი. საბოლაოდ მას და იგუაინს შორის ითამაშებს უფრო უკეთეს ფორმაში მყოფი."

მადრიდის "რეალზე":"ეს არის დიდი გუნდი - დიდი ფეხბურთელებით, როგორც აქ მომუშავე სხვა ადამიანები. ამ კლუბში მუშაობს თავიანთი საქმის პრიფესიონალები, თითოეულმა მათგანმა კარგად იცის თავისი საქმე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება და დავანახოთ ყველას, რომ "რეალი" - ეს არის დიდი გუნდი."





Realmadrid.Com, AS.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)