რონალდო რაულის რეკორდს უმიზნებს

რონალდოს ამბიციებს საზღვარი არ აქვს, ამ შემთხვევაში ნეგატიური კონტექსტით ნამდვილად არ უნდა მოვიხსენიოთ ეს სიტყვა, რადგან პორტუგალიელი თავისი თავის სრულყოფაზეა ორიენტირებული და ყოველ მატჩში უმატებს. მადრიდელთა შვიდიანს მიზნად აქვს დასახული ექს-შვიდიანის რეკორდის მოხსნა.


მოგეხსენებათ, რაულ გონსალეს ბლანკო 323 გოლით რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. რონალდოს ანგარიშზე კი ამჟამად 182 ბურთია. ის სევილიასთან გაფორმებული ჰეთ-ტრიკით სამეფო კლუბის კიდევ ერთ ლეგენდას, ხენტოს გაუთანაბრდა. მიუხედავად შესანიშნავი სტატისტიკისა კრისს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს თეთრი ლეგენდის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

AS-თან საუბრისას რონალდომ აღნიშნა: ”ყოველთვის იმას ვიძახი, რეკორდები იმისთვის არის შექმნილი, რომ ვიღაცამ მოხსნას. ძალიან მიხარია, რომ ისტორიის ნაწილი გავხდი უკვე, ახლა ვაპირებ, რომ გავაგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა და ადრე თუ გვიან აღმოვჩნდე პირველ პოზიციაზე.” dle 10.1

  • SunSay
  • 12 თებერვალი 2013
  • 3071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)