ალონსო: „თვალით არმინახავს დოპინგი“

სამეფო კლუბის ბასკმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ, The Times-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.


ინტერვიუ დასაწყიში, „რეალის“ დირიჟორი, „რეალ სოსიედადის“ ყოფილი პრეზიდენტის, ინიაკი ბადიოლას, განცხადებას გამოეხმაურა („მაქვს ნივთიერი მტკიცებულება იმისა, რომ 2001-დან 2007 წლამდე, კლუბი დოპინგს ყიდულობდა.“ ბადიოლა 2008-ში ჩაუდგა სან-სებასტიანელებს სათავეში): „სოსიედადში“ თამაშის დროს, არასოდეს მინახავს ან მცოდნია იმის შესახებ, რომ ვინმე დოპინგით სარგებლობს.ეს კლუბის ყოველთვის უმწიკვლოებით გამოირჩეოდა აღნიშნულ საკითხში.“

მოურინიო: „ჟოზეს უყვარს მსგავსი შეხვედრები.ის ყოველივე ამისაგან ქმნის თამაშს.მისი მომზადების პროცესი, მეტოქის გაანალიზება და ფეხბურთელების დამუხტვა, საოცარია.მზად ვართ თავი გავწიროთ მომავალ მატჩში.ჩვენი განწყობა და სულისკვეთება, მოწოდების სიმაღლეზეა.“

ურთიერთობა მოუსთან: „მიყვარს მოურინიოსთან მუშაობა.მისი წყალობით, გავუმჯობესდი როგორც ფეხბურთელი და ავითვისე ბევრი მენეჯერული თვისება, რაც სამწვრთნელო კარიერაში გამომადგება.ჟოზე ყოველთვის ახლოსაა შეგირდთან და მუდამ საუკეთესოს ითხოვს მისგან.ამიტომაც განსხვავდება სხვისგან.“

„მანჩესტერ იუნაიტედი:“ „ეს გუნდი მართლაც ერთიანია.რთულია გადმოსცე, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ყოველთვის კონკურენტუნარიანნი არიან.„მანჩესტერისათვის“ ფერგიუსონი ყველაფერია.გუნდი მის ფსიქოლოგიაზეა დაყრდნობილი.ალექსიდან გამომდინარეობს ყველაფერი.ამიტომაც ველოდებით რთულ თამაშს.“

„შესაძლებელია გასულ სეძონში ისნი ისეთი ძლიერები, როგორიც წარსულში, მაგრამ წლეულს, სოლიდური გუნდია, რომელიც ბევრ თამაშში აღწევს წარმატებას.ამის დასტურად საკმარისია გადახედოთ პრემიერ ლიგის ცხრილს.მათ საკმაოდ დიდი ჰანდიკაპით ჩამოიტოვეს საუკეთესო გუნდები.ეს მათ ხარისხიანობაზე მეტყველებს.“

„ოლდ ტრაფორდზე“ ყოფილი მერსესაიდელი ბრუნდება: „დიახ.ამისაგან სიამოვნების მიღებას ვაპირებ.ის ფაქტი, რომ კიდევ მაკავშირებენ „ლივერპულთან,“ სიამაყის გრძნობას მიჩენს.„ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი გამოჩენსა, ყოველთვის შეძახილები და სხვადასხვა საქილიკო სიმღერები მოყვებოდა.„ლივერპულის“ ჩასვლა, განსაკუთრებული მოვლენა იყო.ახლაც ასე იქნება ჩემთვის.რასაკვირველია, ყურადღებას არ მივაქცევ ქომაგების რეპლიკებს, თუმცა ერთია, რომ ასეთი რაღაცების გამო, ნოსტალგია მაქვს პრემიერ ლიგაზე.“

As.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)