„ბერნაბეუზე „ცეცხლი“ უნდა დაინთოს“

„მანჩესტერთან“ ორთაბრძოლაში, „სანტიაგო ბერნაბეუმ“ მე-12 ფეხბურთელის ფუნქცია უნდა იკისროს.სამეფო კლუბის ფეხბურთელმა კარგად იციან, რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრი პუბლიკას.


ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ „ინჩასები“ ინგლისელებთან დაპირისპირების დროს, დიდებულ ატმოსფეროს შექმნიან ტრიბუნებზე, რაც თავის მხრივ მოუს შეგირდებს გადაედებათ და საბოლოო ჯამში ტაბლოზე მისაღებ შედეგს დაწერს.

„სევილიასთან“ დაპირისპირების შემდეგ, „რეალის“ წევრებმა, მხარდაჭერისაკენ და ერთგულებისაკენ მოუწოდეს გულშემატკივრებს: „როდესაც „ბერნაბეუ“ ფორმაშია, ალბათ, მსოფლიოში რამდენიმე არენაა, რომელიც შეეცილება მას.ჩვენ გვინდა, რომ საშინაო სტადიონზე „ცეცხლი“ დაინთოს, რაც თავის მხრივ, ფეხბურთელებს გადმოგვცემა.ეს ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის“ - დასძინა ვიცე-კაპიტანმა, რამოსმა.

პეპეს აზრით, „მომდევნო პაექრობა განსაკუთრებილია, როგორც მოთამაშეებისათვის, ასევე ქომაგებისათვის.“

„ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია და მისი გამარჯვებით დასრულებაში, „ბერნაბეუმ“ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.გუნდის მზადაა ბოლომდე იბრძოლოს.ჩემი აზრით, შთამბეჭდავი საფეხბურთო საღამო გველოდება წინ.მომავალი თამაში, ნიშანდობლივია გუნდისთვის, ფეხბურთელებისთვის და ქომაგებისთვის.ქომაგების შეძახილები, მოთამაშეებისათვის ფასდაუდებელია“ - აცხადებს ემილიო ბუტრაგენიო.

პ.ს. აღნიშნულის პარალელურად, როგორც საიტის ერთ-ერთი ადმინისტრატორი გამოვდივარ ინიციატივით: თავის მხრივ, ჩვენც (ქართველი მადრიდისტები) შევეცადოთ, როგორც საიტზე, ასევე „ჰალას“ სოციალური ქსელის გვერდზე („ფეისბუქზე“) შევქმნათ მაქსიმალური საბრძოლო ატმოსფერო.მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის წარმატება/წარუმატებლობა უახლოეს 3 კვირაში გასამართ 3 შეხვედრაზე დგას (2 „მანჩესტერთან“ და 1 კოპა დელ რეიზე „ბარსასთან“).აქედან გამომდინარე, ოთხშაბათის მატჩი უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.მაშასადამე, ჩვენი საყვარელის საიტის მეშვეობით, დავეხმაროთ ფავორიტ გუნდს. ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)