მადრიდულ-მანჩესტერული ტრანსფერები

ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებსაც კარიერის სხვადასხვა პერიოდში, „მანჩესტერის“ ღირსების დაცვაც ერგოთ წილად და „რეალისაც.“


დევიდ ბექემმა, რუდ ვან ნისტერლოიმ, გაბრიელ ჰაინცემ და კრიშტიანუ რონალდუმ - „ოლდ ტრაფორდზე“ შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, პირდაპირ მოაშურეს მადრიდს.ხაზგასასმელია, რომ ესპანურ გრანდს, ჩამოთვლილი 4 მოთამაშის სანაცვლოდ, „ეშმაკუნების“ ჯიბეში, 160 მლნ. ევროს აქვს ჩარიცხული.

დავიწყოთ ბექსით, რომელმაც ალექს ფერგიუსონის გუნდში, 11 სეზონი გაატარა.ითამაშა რა 494 მატჩი და გაიტანა 85 გოლი.დევიდი 2003 წლის ზაფხულში გამადრიდელდა და 4 წელი ამ ტიტულს ატარებდა (155 თამაში და 20 გოლი).

„რუდ გოლი,“ როგორც მას ინგლისში შეარქვეს, „მანჩესტერისთვის“ 5 წლის განმავლობაში უტევდა (150 გოლი, 219 შეხვედრაში).ჰოლანდიელი გოლეადორი, ნისლიანი ალბიონიდან მადრიდში გადმობარგდა, სადაც პირველი სეზონში 25 გოლის წყალობით „პიჩიჩის“ ტროფეი დაირტყა.მისი 4 წლიანი კარიერა სამეფო კლუბში, ტრავმებით იყო სავსე.

და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი - კრიშტიანუ რონალდუ.„რეალმა“ მასში არც მეტი არც ნაკლები, 94 მლნ. ევრო გაიღო.სერ ალექსის გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას, დიდებული კარიერა ჰქონდა ინგლისში (118 გოლი, 292 მატჩში), თუმცა მადრიდში მოსვლის შემდეგ, პორტუგალიელი უფრო მეტად დიდებულია (180 გოლი, 179 მატჩში).

ალბათ, დიდი არაფრის თქმა შეიძლება ჰეინცეზე, რომელიც საკმაოდ უღიმღამოდ თამაშობდა პირინეებზე.

ცნობისათვის, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომლებმაც სხვადასხვა წლებში, ორივე გუნდის მაისურით იასპარეზეს: მაიკ ოუენი, „რეალიდან“ ჯერ „ნიუკასლში“ მოხვდა, ხოლო შემდეგ “მანიუ“-ში, ხოლო 82-83 წ.წ. სეზონში, ლორ კანინგამი, „ბლანკოსმა“ „წითლებში“ გაანათხოვრა.

Marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)