მოემზადეთ რონალდუსათვის...

მოემზადეთ რონალდუსათვის...

რას იზამს რონალდუ „მანჩესტერთან“?


მადრიდის „რეალმა“ გუშინ „სევილია“ დაამარცხა. მადრიდელები კი ოთხშაბათს დაგეგმილ შეხვედრას ფსიქოლოგიურად იდეალურ მდგომარეობაში შეხვდებიან, განსაკუთრებით კი კრიშტიანუ რონალდუ.

ბენზემას 17 წუთზე გატანილ გოლს კრიშტიანუს კარიერაში რიგით 21 ჰეთ-ტრიკი მოჰყვა. მან გოლები 26-ე, 46-ე და 58-ე წუთებზე გაიტანა.

რონალდუს ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 24 გოლი დაუგროვდა. გატანილი გოლების რაოდენობით კი გადაასწრო მადრიდის „რეალის“ ისტორიის, გოლეადორების სიის მეექვსე ადგილოსან ხენტოს. მადრიდის „რეალის“ ფორმით მას 20 ჰეთ-ტრიკი აქვს შესრულებული. ამ კომპონენტით ჯობნის პუშკას და ჩამორჩება დი სტეფანოს, რომლის ანგარიშზეც 31 ჰეთ-ტრიკია.

ბენზემამ კი დაასრულა უგოლო 262 წუთიანი მონაკვეთი და 6 იანვრის მერე პირველად შეაგდო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მადრიდელები ოთხშაბათს „წითელ ეშმაკებს“ დაუპირისპირდებიან. სერ ალექს ფერგიუსონმა იცის თუ რა ძალას წარმოადგენს კრიშტიანუ რონალდუ და ამიტომაც აპირებს მინიმუმ 2 ფეხბურთელი მიუჩინოს მას. dle 10.1

  • Saint.Iker
  • 10 თებერვალი 2013
  • 3109
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)