დევიდი : "შანსები 50-50-ზეა"

დევიდ ბექჰემი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა "პსჟ"-ში, ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ინტერესით ელის მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებას...


"მანჩესტერი უმაღლესი დონის კლუბია, რომელიც ძალიან დიდი ხანია გრანდის სტატუსით სარგებლობს. "იუნაიტედს" ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია საფეხბურთო ლეგენდად ჩავთვალოთ, ფერგიუსონი ნამდვილად უმაღლესი დონის სპეციალისტია, მას უდიდეს პატივს ვცემ, სერ ალექსთან ერთად მრავალი წელი გავატარე და იგი ნამდვილად იმსახურებს ქება-დიდებას."

"რაც შეეხება მადრიდის "რეალს", სახელის გაგონებაზე ალბათ ისტორიის მოყოლა და ბევრი საუბარი აღარ არის საჭირო, ეს მართლაც უდიდესი კლუბია, რომელაც ყველაფერი აქვს მოგებული თუკი რამე არსებობს, ამ გუნდის გულშემატკივრები მუდმივად ძალიან მომთხოვნები არიან და სულ წარმატებას ელიან, ეს კი სამეფო კლუბს უდიდესი წნეხის ქვეშ აყენებს, მაგრამ ამასთანავე აძლევს იმის სტიმულს, რომ მუდამ ფორმაში იყვნენ და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ."

"ამ ეტაპზე ორივე გუნდს აქვს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლის შანსი, ნამდვილად ვერ გეტყვით თუ ვინ გახდება გამარჯვებული, მაგრამ ორი გრანდის დაპირისპირებას დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს, ეს მართლაც სასიამოვნო მატჩი იქნება."

"ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პირველ დაპირისპირებაში დაფიქსირებულ შედეგს, მეორე 90 წუთში მწვრთნელები უკვე ტაქტიკურ მონახაზს გააკეთებენ და გუნდებს სრული პოზიციური დარიგებით გაუშვებენ მოედანზე." dle 10.1

  • Hala
  • 9 თებერვალი 2013
  • 1315
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)