კაზემირო - ამომავალი ვარსკვლავი

კაზემირო - ამომავალი ვარსკვლავი
20 წლის კაზემირომ უკვე შეძლო გამხდარიყო ბრაზილიაში ერთ-ერთი პოპულარული ფიგურა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც მოესწრო თამაში


კაზემირომ მადრიდის „რეალში“ 38 ნომრიანი მაისური მიიღო. მან ჩემპიონთა ლიგაზეც კი გაიარა რეგისტრაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟოზე მოურინიო სერიოზულად უყურებს მას.

იგი არ არის უბრალოდ პერსპექტიული ფეხბურთელი, მას უკვე დიდი ავტორიტეტი აქვს ბრაზილიურ ფეხბურთში. გასული წლის მაისში მას შანსიც კი მიეცა ეროვნულ ნაკრებში თამაშისა. ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში დანიის წინააღმდეგ. მაშინ კაზემირო მატჩის დასასრულს შემოვიდა მოედანზე სანდროს მაგივრად. იგი როგორც ყოველთვის ცენტრალური ნახევარმცველის ადგილზე განთავსდა და რომულოს შეუწყვილდა. მას ასევე აქვს მონაწილეობა მიღებული ამხანაგურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ. მაშინ იგი თამაშში 74-ე წუთზე რომულოს მაგივრად ჩაერთო.

მის საფეხბურთო ბიოგრაფიას ძნელად შეიძლება ეწოდოს ორიგინალური. მას შემდეგ რაც სან ხოსე დოს კამპოსში „მორეირა სპორტის“ საფეხბურთო სკოლა დაამთავრა, თერთმეტი წლის ასაკში უკვე საბავშვო გუნდ „სან პაულოში“ ჩაირიცხა.

მისი დებიუტი „სან პაულოს“ მეორე გუნდში 2010 წლის ივლისში შედგა. იგი „სანტოსის“ წინააღმდეგ მატჩში იხილეს გულშემატკივრებმა. აუღელვებელი და შეუცდომელი თამაშის გამო მან იმავე მატჩიდან მოიპოვა ფელიპე მელუს ნდობა. მას შემდეგ კაზემიროს ზრდა შესამჩნევი გახდა, იგი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა.
მალევე ჰქონდა დებიუტი „სან პაულოს“ პირველ გუნდში, რომელსაც იმ დროს როკარდუ გომეში წვრთნიდა. მან მალევე გაიტანა პირველი გოლი „კრუზეიროს“ წინააღმდეგ, რამაც მას უდიდესი ავტორიტეტი შეჰმატა და არა მარტო ავტორიტეტი, გულშემატკივრების ნდობა. გავიდა მცირე ხანი და მან „სან პაულოს“ პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. მას ასევე ნათამაშები აქვს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე, ნეიმარსა და ლუკას მოურასთან ერთად.

თუ მის საფეხბურთო უნარებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ იგი არის ცენტრალური ნახევარმცველი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მას ასევე ბრწყინვალედ შეუძლია შეტევაში თამაშიც. მისი „კასტილიაში“ გადასვლა სატრანფერო ფანჯრის სენსაციად იქცა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ბრაზილიაში ასეთი ძლიერი და გამოჩენილი ფეხბურთელი დათანხმდა ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს სურს მისი ხილვა პირველ გუნდში.

შრომის მოყვარე, მონდომებული, შესანიშნავი დარტყმის მქონე, კარგი თავით მოთამაშე - მისი დამახასიათებელი სიტყვების არასრული ჩამონათვალია. იგი შეიძება სამი ხედირას შემცვლელადაც მოგვევლინოს. მას არ შეუძლია ზუსტი გრძელი გადაცემების გაკეთება, მაგრამ იდეალურ ასრულებს მოედნის ცენტრში შავ სამუშაოს აღსანიშნავია ისიც, რომ „ინტერსაც“ და „იუვენტუსსაც“ ჰქონდათ მისი შეძენის სურვილი. კაზემირომ კი მადრიდი ამჯობინა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)