22 წელი გენიის გარეშე

მადრიდის „რეალის“, ნებისმიერი მატჩის მე-7 წუთზე , „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნები სკანდირებენ „Illa,illa, illa. Juanito maravilla“.


ბევრი თქვენგანიც სკანდირებს ტელეეკრანების წინ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ხუან გომესი ან უბრალოდ ხუანიტო. თქვენ მიპასუხებთ -„ რა თქმა უნდა, მე ვიცი ვინ იყო ის“. მაგრამ თქვენ უბრალოდ გაქვთ მისი ერთი მატჩის ნაწყვეტი ნანახი. ხუან გომესი, რომელსაც მადრიდელები მოფერებით ხუანიტოს ეძახდნენ, არ იყო გენიალური ფეხბურთელი. ესპანეთის ფარგლებს გარეთ შესაძლოა მხოლოდ გერმანელებს ახსოვდეთ ხუანიტო და ისიც გაურკვეველი მიზეზების გამო. მიუხედავად ყველაფრისა მისი სახელი მადრიდის „რეალის“ ისტორიის წიგნში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. მას ყველა მადრიდისტას გულში უდიდესი ადგილი უკავია, მან ეს წუთისოფელი ძალიან ადრე დატოვა...

22 წელი გენიის გარეშე


„შენ გახსოვს ყველაფერი როგორ დაიწყო...“


10 ნოემბერი, 1954 წელი. მატჩი „მალაგას“ წინააღმდეგ. სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა ახალბედა. ახალბედა სახელად ხუანი. იგი იყო ძალიან ცელქი ბავშვი, ერთ ადგილას ვერასოდეს ჩერდებოდა. მომავალი ლეგენდის მშობლებმა გადაწყვიტეს არ ეცადათ ბავშვის შეცვლა და მისცეს საშუალება განვითარებულიყო ისე როგორც ბუნებას სურდა.

ფეხბურთის ბურთი ხუთი წლის ასაკში გაიცნო. ბურთი გახდა საუკეთესო ნივთი მთელი ცხოვრების მანძილზე. ყოველ თავისუფალ წამს ის მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშში ატარებდა. როცა ცოტა წამოიზარდა, გახდა ადვილად შესამჩნევი ქუჩურ საფეხბურთო ბატალიებში, იგი კარგად ითავსებდა თავდამსხმელის როლს. მის უსაზღვრო სწრაფვას გამარჯვებისადმი არ ჰქონდა საზღვრები. იგი ყველა მატჩს თამაშობდა ისე, თითქოს ეს მატჩი ყოფილიყო უკანასკნელი მის ცხოვრებაში, მიუხედავად ამ მატჩის მნიშვნელობისა. არასოდეს აძლევდა გასაქანს მეტოქეს ამას ხშირად ქუჩაში ჩხუბიც მოჰყვებოდა. ზუსტად ერთ ასეთ მომენტში თავში ქვა მიიღო. წლების გასვლის შემდეგ ხუანიტო ამ ინციდენტს ღიმილით იხსენებდა, მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს სულაც არ ეღიმებოდათ. მოხვედრილიყო რა ქვა ცოტათი გვერდზე და ...

გავიდა წლები, ხუანიტო თამაშობდა ეზოში, სკოლაში და როგორც იქნა დადგა მომენტი, როდესაც მისით დაინტერესდა კლუბი „ასპესი“. ზუსტად იქ დაიწყო ხუანმა თავისი ბრწყინვალე კარიერა და ზუსტად „ასპესში“ მიიღო საკუთარი „შვიდიანი“, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მის გვერდით იყო. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ხუანიტო გადადის და კარიერას აგრძელებს „ფუენხიროლუში“, სადაც გამოდიოდა გუნდის ახალგაზრდულ შემადგენლობაში. გადის დრო და მეორე გუნდში იგი პროფესიონალიზმით უკვე აღემატებოდა ყველას, ამიტომ იგი პირველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თავის გუნდში გადაიყვანა. ეს ყველაფერი მოხდა 1968 წელს, როდესაც ხუანიტო მხოლოდ 14 წლის იყო.

„ატლეტიკო“


ხალხმა მისი ტალანტი შეამჩნიეს როცა ის იყო 13 წლის, მაგრამ ხუანიტო ქალაქში საცხოვრებლად გადავიდა მაშინ, როცა იგი 14 წლის იყო. მოხდა უნიკალური შემთხვევა, იგი იყო 15 წლის როდესაც „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულმა კლუბმა თვალი დაადგა მას. გადის რამდენიმე თვე და მას ოფიციალურ კონტრაქტს უფორმებენ.

როდესაც „დონ ხუანს“ 17 წელი შეუსრულდა, კლუბმა გადაწყვიტა გაეშვათ არენდით „კალვო სოტელოში“, არენდის ვადის გასვლის შემდეგ, ხუანიტო არ იყო სასურველ ფორმაში და ამიტომაც გადაიფიქრა უკან დაბრუნება. მალევე „ატლეტიკოს“ მწვრთნელი გახდა გერმანელი სპეციალისტი მაკს მერკელი, რომელმაც მისცა ხუანიტოს მეორე შანსი. 18 წლის გომესი „კალდერონზე“ დაბრუნდა .

1972 წლის ზაფხულში მატჩში „ბენფიკას“ წინააღმდეგ მეტოქის ხისტი თამაშს გამო მან მიიღო ტრავმა. გაიტეხა თეძოს დიდი და მცირე ძვალი. ამის შემდეგ დაემშვიდობა ფეხბურთს ერთი წლით. ერთი სეზონის შემდეგ სრულიად მოიშუშა ეს საშინელი ტრავმა, მაგრამ „ატლეტიკოს“ სამწვრთნელო შტაბმა მასზე ხელი ჩაიქნია. „ატლეტიკო“ ცდილობდა თავიდან მოეცილებინათ ხუანიტო. „სევილიამ“ გომესი არენდით არ აიყვანა, უკანასკნელი ვარიანტი „ბურგოსი“ იყო. ყოფილი მწვრთნელი ენდობოდა ხუანიტოს, მწვრთნელის შეიცვალა, გომესმა ვერ მოიპოვა მისი ნდობა და აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე.

ერთი წლის შემდეგ ხუანიტომ მწარედ ანანა მწვრთნელებს, რადგან აჩვენა გამაოგნებელი თამაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. გომესი გახდა „ბურგოსის“ ერთპიროვნული ლიდერი.

22 წელი გენიის გარეშე


„მადრიდის რეალი“

ხუანიტო აღიარებდა, რომ ბავშვობაში განსაკუთრებულ სიმპატიას „სარაგოსას“ მიმართ განიცდიდა. ხოლო მას შემდეგ რაც მისი კარიერა აღმასვლით წავიდა, მას ყურადღების არეალში მოექცა საფეხბურთო „ევერესტი“ - მადრიდის „რეალი“. მადრიდში გადასვლა მისთვის აკვიატებულ იდეად იქცა, ამიტომ მან უარი უთხრა „ბარსელონას“, რომელიც „ბურგოსს“ ამ ტრანსფერისთვის 50 მილიონს სთავაზობდა. ხოლო როცა მიუვიდა შეთავაზება სამეფო კლუბისაგან, ხუანიტომ განაცხადა : „ ამ სახლში შესვლა ჩემთვის ცის შეხების ტოლფასია. ყველა კლუბს შორის უპირატესობას ვანიჭებ „რეალს“, ქალაქებს შორის კი მადრიდს.
1976 წელი, 19 ნოემბერი, ხუან გომესი გახდა „რეალის“ ფეხბურთელი.

მისი დებიუტი შუასასეზონო მატჩში შედგა, მექსიკაში ადგილობრივი „გვადალახარას“ წინააღმდეგ. თავის საუკეთესო მატჩი „კამპ ნოუზე“ ჩაატარა. შემტევმა ტრიომ, რომელიც ხუანიტოსთან ერთად შედგებოდა კარლოს სანტილიანისა და ხენინგ იენსენისაგან, ბოლო წუთებზე გატანილი ორი გოლით მატჩი შემოაბრუნა და ყველაზე პრინციპულ მეტოქეს 3:2 სძლია. ხუან გომესის ბრწყინვალე კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაიწყო ...
ხუანიტომ მადრიდის „რეალთან“ ერთად მოიგო 5 ლა ლიგის თასი, 2 სამეფო თასი და 2 უეფას თასი. შეიძლება ითქვას, მისი მადრიდში ყოფნის ყოველ წელს მადრიდის „რეალი“ ჯილდოებით მდიდრდებოდა. ზუსტად ევროპულ არენაზე დაიბადა ის, რასაც ახლა „ხუანიტოს სული“ ეწოდება. მადრიდის „რეალის“ სული ხუანიტო გახდა. იგი ნამდვილად არ გამოირჩეოდა ფენომენალური ტექნიკით და არც ლეოპარდის სისწრაფით, მაგრამ მისი მოწოდება თანაგუნდელებს უმაღლეს ფორმაში აყენებდა

1979/80 წლების ევროპის თასის მეოთხედ-ფინალური ეტაპი. მადრიდის „რეალი“ სტუმრად გლაზგოში „სელტიკთან“ 2:0 დამარცხდა. მაგრამ მადრიდელებმა მოახდინეს სასწაული, საპასუხო მატჩი 19 მარტში სანტიაგო ბერნაბეუზე სასურველელი ანგარიშით, 3-0 იმარჯვეს. გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის ბოლო წუთებზე ხუანიტომ გაიტანა. ერთი წლის შემდეგ ხუან გომესს შეეძლო გამხდარიყო ყველაზე სასურველი საკლუბო ჯილდოს მფლობელი, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალი „ლივერპულმა“ მოიგო.
საინტერესოა რომ 1981 წლის მარტში ხუანიტო იხილეს ქართველმა გულშემატკივრებმა. მეოთხედ-ფინალურ ეტაპამდე მისულმა მოსკოვის „სპარტაკმა“ მადრიდის „რეალს„ დაუთმო ნახევარ-ფინალის საგზური. ეს მატჩი თბილისში შედგა.

22 წელი გენიის გარეშე


ხუანიტოს კარიერა 80-იანებში აყვავდა. მას ხშირად ვერ გაჰქონდა გოლები, მაგრამ მისი როლი მოედანზე მნიშვნელოვანი იყო. მატჩები „ანდერლეხტის“, „ბორუსიისა“ და „ინტერის“ წინააღმდეგ უკვე ლეგენდებად იქცა და ამაში დიდი წვლილი ხუანიტოს მიუძღვის.

ევროპაში გამოსვლა ხუანიტოს კარიერის დაღმასვლად იქცა. 1987 წლის 8 აპრილს მიუნხენის „ოლიმპიასტადიონზე“ ხუან გომესმა ითამაშა ევროთასზე უკანასკნელი მატჩი „მადრიდელთა“ შემადგენლობაში. მიუნხენელების ლიდერმა ლოტარ მატეუსმა ისიმულანტა მოედნის ცენტრში. ადვილად გასაგები იყო თუ რა ხდებოდა ხუანიტოს გულში, როდესაც გაზონზე გაწოლილ მატეუსს ასე სასტიკად მოექცა. ეს შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში.

„დაბრუნება საწყისებთან“


„უეფას“ მიერ გომესზე დადებულმა ხანგრძლივმა დისკვალიფიკაციამ, კლუბის ხელმძღვანელობა იძულებული გახადა კონტრაქტი გაეწყვიტათ მასთან. 32 წლის ხუან გომესმა ბუცები ლურსმანზე არ ჩამოკიდა, და „მალაგაში“ გადავიდა. მას აღარ ჰქონდა ის სისწრაფე და გამძლეობა, რისი დამსახურებითაც ის იყო თეთრების ლიდერი, მაგრამ მას არ დუაკარგავს გამოცდილება და ტექნიკა. სწორად ამიტომ, პირველივე დღიდან ის „მალაგას“ უდავო ლიდერად იქცა.

1989 წლის 4 ივნისს „მალაგა“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ესტუმრა. რთული სათქმელია, მაგრამ ალბათ „რეალის“ გულშემატკივრები ასე აღფრთოვანებით უკრავდნენ ტაშს მოწინააღმდეგის რომელიმე ფეხბურთელს. შეიძლება ითქვას, რომ ხუანიტომ მათ მადლობა გადაუხადა, თავისი არაჩვეულებრივი გოლით, რომელიც მან გაიტანა 25 მეტრის მანძილიდან ბუიოს კარში. მისი ბრწყინვალე კარიერის დასრულებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები იყო დარჩენილი.


„ნაკრები“


სამწუხაროა, მაგრამ ხუანიტოს არ ეწერა ნაკრებში თავისი ტალანტის სრულად გამოვლინება. მას შემდეგ, რაც მისი უშუალო მონაწილეობით ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 12 წლიანი შესვენების შემდეგ, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მისი სანაკრებო კარიერა არ შედგა. არგენტინის მუნდიალზე „იუგოსლავიასთან“ მატჩის მსვლელობის დროს, მწვრთნელმა ხუანიტო შეცვალა, მაშინ, როდესაც იგი სათადარიგოთა სკამისაკენ მიემართებოდა ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლი თავში მოხვდა (ვიდეო). რამდენიმე წამით გომესმა გონება დაკარგა... ამ ინციდენტზე ხუანიტო ხშირად ხუმრობდა ხოლმე.

დონ ხუანს ხვდა წილად ორ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა (1978 და 1982), მან ასევე მონაწილეობა მიიღო 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე, იმ წლებში ესპანეთს დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. საკუთარ მოედანზე ჩატარებული მუნდიალი მისთვის გედის სიმღერად იქცა. ის არაჩვეულებრივად თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელებმა აღარ ისურვეს მისი გამოყენება. ხუანიტო განიცდიდა ამას, მაგრამ არასოდეს უთქვამს ამ მწვრთნელების მისამართით რაიმე საყვედური. მიუხედავად ამისა, ნაკრებში ნათამაშები 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

„გაწყვეტილი ფრენა“


კარიერის დასრულების შემდეგ, ხუანიტო არ აპირებდა ფეხბურთთან განშორებას. მან გადაწყვიტა სამწვრთნელო მოღვაწეობაში ეცადა ბედი. შემოთავაზებების ნაკლებობას არ განიცდიდა. უარი თქვა „ბურგოსებისა“ და „ვალიადოლიდის“ შემოთავაზებაზე. საბოლოო არჩევანი კი „მერიდზე“ გააკეთა. ბუიადინ ბოშკოვი კარგად აფასებდა ხუანიტოს სამწვრთნელო მონაცემებს, მან განაცხადა : „ხუანიტო ბევრად უფრო ძლიერი მწვრთნელი იქნება, ვიდრე მოთამაშე იყო.“ მაგრამ 1992 წლის 2 აპრილს ხუან გომესის სიცოცხლე შეწყდა. უეფას თასზე „მადრიდისა“ და „ტორინოს“ მატჩის შემდეგ, როდესაც ხუანიტო მანქანით მერიდში ბრუნდებოდა საშინელ ავტო-ავარიაში მოყვა, რომელმაც წერტილი დაუსვა მის მოკლე, მაგრამ ძალიან კაშკაშა სიცოცხლეს. ის მხოლოდ 38 წლის იყო...

„გამოთხოვება“





22 წელი გენიის გარეშე


ხუან გომესი - „ხუანიტო“
10/11/1954 – 02/04/1992
სამუდამო ხსოვნა გამოჩენილ მადრიდისტას

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)